საგრანტო კონკურსი ეთნიკური უმცირესობების წარმომადგენელი ქალებისა და ახალგაზრდების მხარდასაჭერად
იანვარი 17, 2023

საგრანტო კონკურსი ეთნიკური უმცირესობების წარმომადგენელი ქალებისა და ახალგაზრდების მხარდასაჭერად


ორგანიზაცია „HEKS-EPER საქართველო“ სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციებისთვის 14,000 ლარამდე ოდენობის გრანტების გასაცემად კონკურსს აცხადებს. კონკურსი ევროკავშირის მიერ დაფინანსებული პროექტის, „სამოქალაქო საზოგადოების გაძლიერება სოციალურ, ეკონომიკურ და პოლიტიკურ ცხოვრებაში თანაბარი და სრულყოფილი მონაწილეობისთვის“, ფარგლებში ტარდება.

საგრანტო კონკურსის მიზანია იმ სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციების დახმარება, რომლებიც ადვოკატირების გზით უჭერენ მხარს ეთნიკური უმცირესობების წარმომადგენელი ქალებისა და ახალგაზრდების სამოქალაქო ჩართულობას.

კონკურსის ფარგლებში ქვემო ქართლის და სამცხე-ჯავახეთის ექვს მუნიციპალიტეტში — მარნეულში, ბოლნისში, დმანისში, ახალციხეში, ახალქალაქსა და ნინოწმინდაში 20 გრანტი გაიცემა. გრანტის საშუალო მოცულობა 7,000 ლარია (მინიმალური მოცულობა შეადგენს 2,800 ლარს, ხოლო მაქსიმალური — 14,000 ლარს).

კონკურსში მონაწილეობა შეუძლიათ საზოგადოებრივ ორგანიზაციებსა და საინიციატივო ჯგუფებს.

განაცხადების შეტანის ბოლო ვადაა 30 იანვარი.

დამატებითი ინფორმაცია

პრესრელიზი

დახურვის თარიღი:

იანვარი 30, 2023

შესაძლებლობის ტიპი


თემაზე

ნოემბერი 21, 2023

EU4Dialogue საქართველოს ოფისში პროექტის ოფიცრის პოზიციაზე ვაკანსიას აცხადებს

ნოემბერი 16, 2023

Eurochambres: EU4BCC აღმოსავლეთ პარტნიორობის ბიზნესის სფეროს წარმომადგენელთა დასაკავშირებლად ღონისძიებას მართავს

ნოემბერი 13, 2023

სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციების საქმიანობისა და მისი შედეგების შესაფასებლად საგრანტო კონკურსი ცხადდება

ნოემბერი 10, 2023

დაიწყო რეგისტრაცია სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციებისთვის სამუშაო სივრცეში ჯვარედინი ღირებულებების დანერგვის ონლაინკურსზე

ნოემბერი 7, 2023

TruthTechThon: მიიღე მონაწილეობა ახალგაზრდებისთვის განკუთვნილ მედიაწიგნიერების ჰაკათონში 


გაინტერესებთ უკანასკნელი ცნობები და შესაძლებლობები?

ამ ვებსაიტს მართავს ევროკავშირის მიერ დაფინანსებული აღმოსავლეთ სამეზობლოს რეგიონული საკომუნიკაციო პროგრამა („EU NEIGHBOURS east“) 2020-2024. ეს პროგრამა ავსებს და მხარს უჭერს ევროკავშირის წარმომადგენლობების კომუნიკაციას აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნებში; ის მოქმედებს სამეზობლო პოლიტიკის და გაფართოებაზე მოლაპარაკებების საკითხებში ევროკომისიის გენერალური დირექტორატის და ევროპული საგარეო ქმედებათა სამსახურის ხელმძღვანელობით. პროგრამას ახორციელებს კომპანიის B&S ევროპის კონსორციუმი.


ინფორმაცია ამ ვებგვერდზე რეგულირდება პასუხისმგებლობის შეზღუდვის და პერსონალურ მონაცემთა დაცვის დებულებებით. © European Union,