საქართველოში ევროკავშირის წარმომადგენლობა მედიის წარმომადგენლებს, სამოქალაქო ჟურნალისტებსა და ბლოგერებს გურიის რეგიონიდან მედიის კონკურსში მონაწილეობის მისაღებად იწვევს.
კონკურსს, რომლის მიზანიც ადგილობრივი სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციების გაძლიერებაა, გურიის რეგიონული ცენტრი უმასპინძლებს.
კონკურსში მონაწილეობის მსურველებმა უნდა წარმოადგინონ თავიანთი ჟურნალისტური ნამუშევრები, რომლებიც გურიის მედიასაშუალებებში გამოქვეყნდა. პუბლიკაციები უნდა ასახავდეს სამოქალაქო აქტივისტების საქმიანობას სოციალურ, სამოქალაქო აქტივიზმის და სამოქალაქო პასუხისმგებლობის სფეროებში.
განაცხადების შეტანის ბოლო ვადაა 2022 წლის 20 ივლისი.
საუკეთესო ნამუშევრების ავტორები 300 ლარის ოდენობის სასაჩუქრე ვაუჩერებს მიიღებენ.
დამატებითი ინფორმაცია





სხვა საინფორმაციო კამპანიები:
გაინტერესებთ უკანასკნელი ცნობები და შესაძლებლობები?
ამ ვებსაიტს მართავს ევროკავშირის მიერ დაფინანსებული აღმოსავლეთ სამეზობლოს რეგიონული საკომუნიკაციო პროგრამა (EU NEIGHBOURS east). პროგრამა ავსებს და მხარს უჭერს ევროკავშირის წარმომადგენლობების კომუნიკაციას აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნებში და მოქმედებს ევროკომისიის გაფართოებისა და აღმოსავლეთ სამეზობლოს საკითხებში გენერალური დირექტორატის (DG ENEST) და ევროპის საგარეო ქმედებათა სამსახურის ხელმძღვანელობით. EU NEIGHBOURS east პროგრამას ახორციელებს GOPA PACE-ის ხელმძღვანელობით მოქმედი კონსორციუმი.
ინფორმაცია ამ ვებგვერდზე რეგულირდება პასუხისმგებლობის შეზღუდვის და პერსონალურ მონაცემთა დაცვის დებულებებით. © European Union,