გურიაში სამოქალაქო საზოგადოების საქმიანობის მხარდასაჭერად მედიის წარმომადგენლებისთვის კონკურსი გამოცხადდა
დეკემბერი 7, 2022

გურიაში სამოქალაქო საზოგადოების საქმიანობის მხარდასაჭერად მედიის წარმომადგენლებისთვის კონკურსი გამოცხადდა


საქართველოში ევროკავშირის წარმომადგენლობა ავრცელებს გურიის რეგიონული ჰაბის მიერ შეთავაზებულ შესაძლებლობას, რომელიც მიზნად სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციების გაძლიერებას ისახავს. კერძოდ, პლატფორმამ მედიის წარმომადგენლებისთვის გამოაცხადა კონკურსი, რომელიც ქართული მედიაში სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციების საქმიანობის პოპულარიზაციას შეუწყობს ხელს. 

საკონკურსო მასალა შეიძლება იყოს სტატია, სატელევიზიო სიუჟეტი, მულტიმედია, ვიდეომასალა (ონლაინ მედიაში გამოქვეყნებული ვიდეო, ანიმაცია ან სხვა ტიპის მულტიმედიური მასალა), პოსტერი, ბლოგი ან სოციალური ქსელის გვერდი. ამასთან, მასალის შინაარსი უნდა ეხებოდეს სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენლების — ორგანიზაციების, სათემო ჯგუფების თუ ცალკეული აქტივისტების — საქმიანობას და უნდა ასახავდეს სოციალური გამოწვევების, სამოქალაქო ჩართულობისა და სამოქალაქო პასუხისმგებლობის საკითხებს.

წარდგენილი მასალა 2022 წლის 17 ნოემბრიდან 27 დეკემბრამდე პერიოდში უნდა იყოს გამოქვეყნებული გურიის რომელიმე მედიასაშუალებაში, ვებსაიტზე, ბლოგზე ან სოციალური ქსელის გვერდზე. 

განმცხადებელს საკონკურსოდ ერთი ან მეტი ნაშრომის წარდგენა შეუძლია.

გამარჯვებულებს 300 ლარის ოდენობის სასაჩუქრე ვაუჩერები გადაეცემათ.

განაცხადების შეტანის ბოლო ვადაა 27 დეკემბერი.

დამატებითი ინფორმაცია

პრესრელიზი

დახურვის თარიღი:

დეკემბერი 27, 2022

შესაძლებლობის ტიპი



ყველაზე წაკითხული



გაინტერესებთ უკანასკნელი ცნობები და შესაძლებლობები?

ამ ვებსაიტს მართავს ევროკავშირის მიერ დაფინანსებული აღმოსავლეთ სამეზობლოს რეგიონული საკომუნიკაციო პროგრამა („EU NEIGHBOURS east“) 2020-2024. ეს პროგრამა ავსებს და მხარს უჭერს ევროკავშირის წარმომადგენლობების კომუნიკაციას აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნებში; ის მოქმედებს სამეზობლო პოლიტიკის და გაფართოებაზე მოლაპარაკებების საკითხებში ევროკომისიის გენერალური დირექტორატის და ევროპული საგარეო ქმედებათა სამსახურის ხელმძღვანელობით. პროგრამას ახორციელებს კომპანიის GOPA PACE კონსორციუმი.


ინფორმაცია ამ ვებგვერდზე რეგულირდება პასუხისმგებლობის შეზღუდვის და პერსონალურ მონაცემთა დაცვის დებულებებით. © European Union,