ევროპის მემკვიდრეობის დღეების ისტორიების კონკურსისთვის განაცხადების მიღება დაიწყო
იანვარი 25, 2023

ევროპის მემკვიდრეობის დღეების ისტორიების კონკურსისთვის განაცხადების მიღება დაიწყო


ევროპის მემკვიდრეობის დღეების ისტორიების კონკურსი ევროპაში მცხოვრებ სხვადასხვა თემს საკუთარი კულტურული მემკვიდრეობის ერთმანეთისთვის გაზიარების შესაძლებლობას აძლევს.

საგრანტო კონკურსი ევროპის მემკვიდრეობის დღეების ფარგლებში ევროპის საბჭოსა და ევროკავშირის ერთობლივი ძალისხმევით ტარდება. მისი მიზანია ევროპის კულტურული მემკვიდრეობის შენარჩუნება, მოსახლეობაში ევროპული საერთო სივრცისადმი მიკუთვნებულობის გრძნობის გაძლიერება და იმის ჩვენება, თუ რამდენად ღირებულია ლოკალურ კულტურათა დაფასება ერთიანი ევროპული იდენტობის შესაქმნელად. 

კონკურსი ღიაა ევროპის მემკვიდრეობის დღეების მონაწილე ქვეყნებისთვის, რომელთა შორისაც არიან აზერბაიჯანი, მოლდოვა, საქართველო, სომხეთი და უკრაინა. 

ისტორიის გაგზავნასთან ერთად, თითო თემიდან მაქსიმუმ ერთი საპროექტო განაცხადის წარდგენაა შესაძლებელი. თითოეული გაცემული გრანტის ღირებულება 10,000-მდე ევროს შეადგენს. ინგლისურ ან ფრანგულ ენაზე დაწერილი ისტორიების გაგზავნა შესაძლებელია ონლაინ სააპლიკაციო ფორმით, რომელიც 2023 წლის 28 თებერვლის ჩათვლით იქნება ხელმისაწვდომი.

დამატებითი ინფორმაცია

პრესრელიზი

ევროპის მემკვიდრეობის დღეების ისტორიები 

დახურვის თარიღი:

თებერვალი 28, 2023

შესაძლებლობის ტიპი



ყველაზე წაკითხული



გაინტერესებთ უკანასკნელი ცნობები და შესაძლებლობები?

ამ ვებსაიტს მართავს ევროკავშირის მიერ დაფინანსებული აღმოსავლეთ სამეზობლოს რეგიონული საკომუნიკაციო პროგრამა („EU NEIGHBOURS east“) 2020-2024. ეს პროგრამა ავსებს და მხარს უჭერს ევროკავშირის წარმომადგენლობების კომუნიკაციას აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნებში; ის მოქმედებს სამეზობლო პოლიტიკის და გაფართოებაზე მოლაპარაკებების საკითხებში ევროკომისიის გენერალური დირექტორატის და ევროპული საგარეო ქმედებათა სამსახურის ხელმძღვანელობით. პროგრამას ახორციელებს კომპანიის GOPA PACE კონსორციუმი.


ინფორმაცია ამ ვებგვერდზე რეგულირდება პასუხისმგებლობის შეზღუდვის და პერსონალურ მონაცემთა დაცვის დებულებებით. © European Union,