ევროკავშირის გაფართოება: საქართველოს სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციებს კონსულტაციებში მონაწილეობის მისაღებად იწვევენ 
თებერვალი 21, 2024

ევროკავშირის გაფართოება: საქართველოს სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციებს კონსულტაციებში მონაწილეობის მისაღებად იწვევენ 


საქართველოში ევროკავშირის წარმომადგენლობა საქართველოზე გაფართოების პაკეტის ფარგლებში შესადგენ 2024 წლის წლიურ ანგარიშს ამზადებს.

საქართველოს შესახებ 8 ნოემბერს დამტკიცებული 2023 წლის ანგარიშის გამოქვეყნების შემდეგ მიღწეული წინსვლა პოლიტიკური და ეკონომიკური კრიტერიუმებისა და ევროპული სტანდარტების (თავები) მიხედვით შეფასდება.

ქვეყნის პროგრესი კონკრეტული გადაწყვეტილებების, მიღებული კანონმდებლობის, განხორციელებული ღონისძიებებისა და ამჟამად არსებული და მოქმედი სტრუქტურების გათვალისწინებით გაიზომება. 

ამ შეფასებათა მიხედვით შედგენილი ანგარიში 2023 წლის ივნისის შუა რიცხვებიდან 2024 წლის ივნისის შუა რიცხვებამდე პერიოდს მოიცავს.

წარმომადგენლობა სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციებს, საერთაშორისო ორგანიზაციებსა და პარტნიორებს, რომლებიც მნიშვნელოვან როლს თამაშობენ საქართველოს ევროინტეგრაციის პროცესში, თავიანთი შეფასებების წარდგენას სთხოვს. 

ორგანიზაციებმა წერილობითი მასალები მითითებულ მეილზე 2024 წლის 12 აპრილამდე უნდა გაგზავნონ.

გარდა ამისა, წარმომადგენლობა მარტში სამოქალაქო საზოგადოებასთან  საჯარო საკონსულტაციო შეხვედრებსაც გამართავს.

დამატებითი ინფორმაცია

პრესრელიზი

საქართველოს შესახებ 2023 წლის ანგარიშის ძირითადი მიგნებები

საქართველოს შესახებ 2023 წლის ანგარიში

საქართველოს 2023 წლის გაფართოების პაკეტის ინფოგრაფიკა

შესაძლებლობის ტიპი



ყველაზე წაკითხული


თემაზე

აპრილი 28, 2024

ევროკავშირის მარი სკლოდოვსკა-კიურის აქტივობების ფარგლებში პოსტდოქტორანტურის სტიპენდიებისთვის 417 მილიონი ევრო გამოიყო

აპრილი 26, 2024

EU4Culture ხელოვნებისა და კულტურის პროფესიონალებს საგრანტო განაცხადის წერაზე ონლაინკურსს სთავაზობს 

აპრილი 25, 2024

გამოცხადდა საგრანტო კონკურსი დამწყები სოციალური საწარმოებისთვის საქართველოში

აპრილი 24, 2024

ევროკავშირის წარმომადგენლობა საქართველოში ახალგაზრდა კურსდამთავრებულებს დაფინანსებულ სტაჟირებას სთავაზობს

აპრილი 19, 2024

ICMPD მიგრაციის შესახებ საერთაშორისო საზაფხულო სკოლაში მონაწილეების მსურველებს საქართველოში იწვევს


გაინტერესებთ უკანასკნელი ცნობები და შესაძლებლობები?

ამ ვებსაიტს მართავს ევროკავშირის მიერ დაფინანსებული აღმოსავლეთ სამეზობლოს რეგიონული საკომუნიკაციო პროგრამა („EU NEIGHBOURS east“) 2020-2024. ეს პროგრამა ავსებს და მხარს უჭერს ევროკავშირის წარმომადგენლობების კომუნიკაციას აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნებში; ის მოქმედებს სამეზობლო პოლიტიკის და გაფართოებაზე მოლაპარაკებების საკითხებში ევროკომისიის გენერალური დირექტორატის და ევროპული საგარეო ქმედებათა სამსახურის ხელმძღვანელობით. პროგრამას ახორციელებს კომპანიის GOPA PACE კონსორციუმი.


ინფორმაცია ამ ვებგვერდზე რეგულირდება პასუხისმგებლობის შეზღუდვის და პერსონალურ მონაცემთა დაცვის დებულებებით. © European Union,