ევროკომისია მიესალმება საქართველოს ძალისხმევას და კანდიდატის სტატუსის მინიჭების რეკომენდაციას გასცემს
ნოემბერი 9, 2023

ევროკომისია მიესალმება საქართველოს ძალისხმევას და კანდიდატის სტატუსის მინიჭების რეკომენდაციას გასცემს


8 ნოემბერს ევროკომისიამ საბჭოს საქართველოსთვის კანდიდატი ქვეყნის სტატუსის მინიჭების რეკომენდაცია მისცა და გამოყო ცხრა უმთავრესი ნაბიჯი, რომლებიც ქვეყანამ სტატუსის მისაღებად უნდა გადადგას. 

კომისია მიესალმა რეფორმების კუთხით საქართველოს მიერ გაწეულ ძალისხმევას ქვეყნის კონსტიტუციის შესაბამისად, რომელშიც ევროკავშირში ინტეგრაციის პრიორიტეტულობაა გაცხადებული.

„საქართველოს მოქალაქეთა უდიდესი უმრავლესობა მხარს უჭერს ქვეყნის ევროკავშირში გაწევრიანების პროცესს. ეროვნული ინტერესების საკითხებზე კონსენსუსის მისაღწევად საჭიროა პოლიტიკური დეპოლარიზაცია და მმართველი პარტიის მეტად პოზიტიური თანამშრომლობა ოპოზიციურ პარტიებთან და სამოქალაქო საზოგადოებასთან“, — აღნიშნულია გაფართოების პოლიტიკის 2023 წლის მოხსენებაში, რომელიც ევროკომისიამ 8 ნოემბერს გამოაქვეყნა. 

ევროკომისიამ აღნიშნა, რომ 2022 წლის ივნისის ევროკომისიის მოსაზრებაში ჩამოყალიბებულ თორმეტ პრიორიტეტთან დაკავშირებით საქართველომ მიიღო საკანონმდებლო აქტები და განახორციელა პოლიტიკური ქმედებები შემდეგი მიმართულებებით: გენდერული თანასწორობა და ქალთა მიმართ ძალადობასთან ბრძოლა, სასამართლო განხილვების შესახებ ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს გადაწყვეტილებების გათვალისწინება და ორგანიზებულ დანაშაულთან ბრძოლა. ქვეყანამ ასევე დანიშნა ახალი სახალხო დამცველი. 

საქართველოზე გაკეთებულ  ძირითად დასკვნებში ევროკომისიამ აღნიშნა, რომ „რეფორმების პროცესის შეფერხება გამოიწვია უწყვეტმა პოლიტიკურმა დაძაბულობამ, ღრმა პოლარიზაციამ, პარტიებს შორის კონსტრუქციული ურთიერთობების არარსებობამ და ეროვნული ინტერესების საკითხებზე კონსენსუსის მიღწევასთან დაკავშირებულმა გამოწვევებმა“. 

მეორე მხრივ, ევროკომისიამ შეაქო ქართული სამოქალაქო საზოგადოება, რომელიც არის „კარგად განვითარებული, მრავალფეროვანი, ენერგიული და აგრძელებს თავისუფლად მოქმედებას“.

ევროკომისიამ გასცა რეკომენდაცია საქართველოსთვის კანდიდატი ქვეყნის სტატუსის მინიჭების შესახებ იმის გათვალისწინებით, რომ საჭიროა გარკვეული მიმართულებებით მოქმედება. ამ მიმართულებებს შორისაა დეზინფორმაციასთან და უცხოურ ინფორმაციით მანიპულირებასთან ბრძოლა; ევროკავშირის ერთიანი საგარეო და უსაფრთხოების პოლიტიკასთან შესაბამისობის გაუმჯობესება; პოლიტიკური პოლარიზაციის პრობლემის მოგვარება; თავისუფალი, სამართლიანი და კონკურენტული საარჩევნო პროცესის უზრუნველყოფა; დეოლიგარქიზაციის მისაღწევად სისტემური მიდგომის უზრუნველყოფა; და ჰოლისტური და ეფექტიანი სასამართლო რეფორმა.

დამატებითი ინფორმაცია

პრესრელიზი

საქართველოს შესახებ 2023 წლის ანგარიშის ძირითადი დასკვნები

საქართველოს ანგარიში 2023

2023 წლის მოხსენება ევროკავშირის გაფართოების პოლიტიკაზე

საქართველოს 2023 წლის გაფართოების პაკეტის ინფოგრაფიკა


თემაზე

დეკემბერი 1, 2023

ევროპის განათლების ფონდის 2024 წლის სამუშაო პროგრამაში განსაკუთრებული ყურადღება კანდიდატ ქვეყნებს დაეთმობა

ნოემბერი 30, 2023

სალომე ზურაბიშვილი ყვარლის ევროკლუბის 4 წლის საიუბილეო ღონისძიებას ეწვია 

ნოემბერი 30, 2023

ევროკავშირმა, საფრანგეთმა, გერმანიამ და საქართველომ ქვეყნის მწვანე გარდაქმნის მხარდასაჭერი რეფორმების პროგრამა მიიღეს

ნოემბერი 29, 2023

ევროკავშირის დაფინანსებითა და UNDP-ის მხარდაჭერით, საქართველოს მთავრობამ სოფლის განვითარების თემაზე კონფერენცია ჩაატარა

ნოემბერი 27, 2023

ევროპარლამენტი რუსული საოკუპაციო ძალების მიერ თამაზ გინტურის მკვლელობას და ლევან დოთიაშვილის გატაცებას გმობს


გაინტერესებთ უკანასკნელი ცნობები და შესაძლებლობები?

ამ ვებსაიტს მართავს ევროკავშირის მიერ დაფინანსებული აღმოსავლეთ სამეზობლოს რეგიონული საკომუნიკაციო პროგრამა („EU NEIGHBOURS east“) 2020-2024. ეს პროგრამა ავსებს და მხარს უჭერს ევროკავშირის წარმომადგენლობების კომუნიკაციას აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნებში; ის მოქმედებს სამეზობლო პოლიტიკის და გაფართოებაზე მოლაპარაკებების საკითხებში ევროკომისიის გენერალური დირექტორატის და ევროპული საგარეო ქმედებათა სამსახურის ხელმძღვანელობით. პროგრამას ახორციელებს კომპანიის B&S ევროპის კონსორციუმი.


ინფორმაცია ამ ვებგვერდზე რეგულირდება პასუხისმგებლობის შეზღუდვის და პერსონალურ მონაცემთა დაცვის დებულებებით. © European Union,