ევროკავშირის მიერ დაფინანსებული პროექტი, „დემოკრატიული მოქალაქეობის ხელშეწყობა საქართველოში“, ახალგაზრდებს მოქალაქეობის თემაზე გამართულ ფოტოკონკურსში იწვევს.
ფოტოები უნდა ასახავდეს კონკურსანტის შეხედულებას იმაზე, თუ რას წარმოადგენს მოქალაქეობა. ამასთან, ნამუშევარი მაქსიმუმ 250 სიტყვისგან შემდგარ ტექსტობრივ განმარტებასაც უნდა შეიცავდეს. წარდგენილ განაცხადში უნდა მიეთითოს ავტორის სახელი, გვარი, დაბადების თარიღი, მისამართი და ტელეფონის ნომერი.
კონკურსში მონაწილეობა 35 წლამდე ასაკის ახალგაზრდებს შეუძლიათ. გამარჯვებულ კონკურსანტებს კი ჰონორარი გადაეცემათ.
საკონკურსო განაცხადების მიღების ბოლო ვადაა 24 ივლისი.
ფოტოები უნდა გაიგზავნოს შემდეგ მისამართზე: s.megrelishvili@gcsd.org.ge.
კონკურსს საქართველოს სტრატეგიის და განვითარების ცენტრი (GCSD) პროექტის, „დემოკრატიული მოქალაქეობის ხელშეწყობა საქართველოში“, ფარგლებში აცხადებს. ევროკავშირის მიერ მხარდაჭერილი ეს პროექტი კი, თავის მხრივ, „ევროკავშირის აღმოსავლეთ პარტნიორობის სამოქალაქო საზოგადოების გაძლიერების“ პროგრამის ფარგლებში ხორციელდება. მისი მიზანი საქართველოში დემოკრატიული ღირებულებების დანერგვის ხელშეწყობა გახლავთ.
დამატებითი ინფორმაცია
სხვა საინფორმაციო კამპანიები:
გაინტერესებთ უკანასკნელი ცნობები და შესაძლებლობები?
ამ ვებსაიტს მართავს ევროკავშირის მიერ დაფინანსებული აღმოსავლეთ სამეზობლოს რეგიონული საკომუნიკაციო პროგრამა („EU NEIGHBOURS east“) 2020-2024. ეს პროგრამა ავსებს და მხარს უჭერს ევროკავშირის წარმომადგენლობების კომუნიკაციას აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნებში; ის მოქმედებს სამეზობლო პოლიტიკის და გაფართოებაზე მოლაპარაკებების საკითხებში ევროკომისიის გენერალური დირექტორატის და ევროპული საგარეო ქმედებათა სამსახურის ხელმძღვანელობით. პროგრამას ახორციელებს კომპანიის B&S ევროპის კონსორციუმი.
ინფორმაცია ამ ვებგვერდზე რეგულირდება პასუხისმგებლობის შეზღუდვის და პერსონალურ მონაცემთა დაცვის დებულებებით. © European Union,