Capacity4dev-ის 2024-2025 წლების ელჩების პროგრამაზე განაცხადები 18 ოქტომბრამდე მიიღება
ოქტომბერი 11, 2024

Capacity4dev-ის 2024-2025 წლების ელჩების პროგრამაზე განაცხადები 18 ოქტომბრამდე მიიღება


ევროკავშირის მიერ დაფინანსებულმა ინიციატივამ, Capacity4dev, 2024-2025 წლების ელჩების პროგრამის კონკურსი გამოაცხადა. 

Capacity4dev ევროკომისიის საერთაშორისო პარტნიორობის გენერალური დირექტორატის (INTPA) მიერ შექმნილი პლატფორმაა. ის განვითარების სფეროში მსოფლიოს გარშემო მომუშავე პროფესიონალებს ერთმანეთთან აკავშირებს, რათა მათ თანამშრომლობა და ცოდნისა და გამოცდილების  გაზიარება შეძლონ.

შერჩეული ელჩები შეასრულებენ საზოგადოებაში ცოდნის გამავრცელებლის მნიშვნელოვან როლს  და ჩაერთვებიან Capacity4dev-ის ინიციატივებში.

კონკურსი ეძებს როგორც ევროკავშირის სათავო ოფისებსა თუ წარმომადგენლობებში მომუშავე პირებს, ასევე მათ, ვინც მონაწილეობენ ევროკავშირის თანამშრომლობით პროექტებში და აქტიურად იყენებენ სოციალური მედიის პლატფორმებს. 

თითოეული ელჩი პროგრამაში ჩაერთვება 2024 წლის შემოდგომიდან და ამ როლს 12 თვის განმავლობაში მოირგებს.

კონკურსში მონაწილეობის მსურველები უნდა დარეგისტრირდნენ Capacity4dev-ის პლატფორმაზე, გაეცნონ ხშირად დასმულ კითხვებს მეტი ინფორმაციისთვის და შეავსონ განაცხადის ფორმა 2024 წლის 18 ოქტომბრამდე. 

დამატებითი ინფორმაცია 

Capacity4dev-ის ელჩების პროგრამა

დახურვის თარიღი:

ოქტომბერი 18, 2024


ყველაზე წაკითხული



გაინტერესებთ უკანასკნელი ცნობები და შესაძლებლობები?

ამ ვებსაიტს მართავს ევროკავშირის მიერ დაფინანსებული აღმოსავლეთ სამეზობლოს რეგიონული საკომუნიკაციო პროგრამა (EU NEIGHBOURS east). პროგრამა ავსებს და მხარს უჭერს ევროკავშირის წარმომადგენლობების კომუნიკაციას აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნებში და მოქმედებს ევროკომისიის გაფართოებისა და აღმოსავლეთ სამეზობლოს საკითხებში გენერალური დირექტორატის (DG ENEST) და ევროპის საგარეო ქმედებათა სამსახურის ხელმძღვანელობით. EU NEIGHBOURS east პროგრამას ახორციელებს GOPA PACE-ის ხელმძღვანელობით მოქმედი კონსორციუმი.


ინფორმაცია ამ ვებგვერდზე რეგულირდება პასუხისმგებლობის შეზღუდვის და პერსონალურ მონაცემთა დაცვის დებულებებით. © European Union,