ევროკავშირის მხარდაჭერით, საქართველოს სოფლად მცხოვრები მოსახლეობა სწრაფი ინტერნეტით ისარგებლებს
დეკემბერი 17, 2021

ევროკავშირის მხარდაჭერით, საქართველოს სოფლად მცხოვრები მოსახლეობა სწრაფი ინტერნეტით ისარგებლებს


ევროპის საინვესტიციო ბანკი (EIB), ევროკავშირის ბანკი, საქართველოს სოფლებში ეროვნული ფართოზოლოვანი ქსელის გაფართოებისთვის 34 მილიონ ევროს ოდენობით ინვესტიციას განახორციელებს. 

ინვესტიცია უზრუნველყოფს სწრაფ და საიმედო ინტერნეტ სერვისებს საქართველოს 1000 სოფელსა და შორეულ დასახლებაში მცხოვრები 500 000 საქართველოს მოქალაქისთვის. ევროკავშირის ბანკის ინვესტიცია დააფინანსებს 5000 კმ ოპტიკურ-ბოჭკოვანი სატელეკომუნიკაციო ქსელის ინსტალაციას და უზრუნველყოფს ღია დაშვების ინფრასტრუქტურის დანერგვას საქართველოს საკომუნიკაციო ქსელის ოპერატორებისათვის მათ მიერ სწრაფი ინტერნეტის სერვისების უზრუნველსაყოფად. ევროკავშირმა  გარანტია გარე დაკრედიტების მანდატის საფუძველზე გასცა.

ეს პროექტი მხარს უჭერს გაუმჯობესებულ ციფრულ კავშირს, როგორც საქართველოსთვის ხუთი ფლაგმანური ინიციატივიდან ერთ-ერთს, აღმოსავლეთ პარტნიორობისთვის ევროკავშირის ეკონომიკური და საინვესტიციო გეგმის ფარგლებში.

„საქართველოში ციფრულ ტექნოლოგიებზე გადასვლის სფეროში ინვესტიცია მნიშვნელოვანია სამუშაო ადგილების და ეკონომიკური ზრდის სტიმულირებისთვის და ასევე კეთილდღეობის მოსაპოვებლად“, — განაცხადა ევროკავშირის ელჩმა საქართველოში, კარლ ჰარცელმა, — „ეს ფლაგმანური პროგრამა ხელს შეუწყობს ახალი შესაძლებლობების გაჩენას და სოფლებსა და ქალაქებს შორის არსებული ციფრული სხვაობის შემცირებას მაღალსიჩქარიანი ფართოზოლოვანი ინფრასტრუქტურის განვითარების გზით დაახლოებით 1000 სოფლისთვის. მიმაჩნია, რომ ეს არის მნიშვნელოვანი წვლილი საქართველოს მოდერნიზაციის, ეკონომიკური განვითარებისა და აღდგენის საქმეში, ასევე ციფრული ინტეგრაციის ხელშეწყობა მისი ეროვნული ფართოზოლოვანი სტრატეგიის შესაბამისად“.

ევროპის საინვესტიციო ბანკის სესხი საქართველოს Open Net პროგრამის ფარგლებში საჭირო ციფრულ მაგისტრალურ ინფრასტრუქტურას უზრუნველყოფს და სოფლებში ხელს შეუწყობს და გააფართოებს ხელმისაწვდომ ფართოზოლოვან ინტერნეტთან კერძო პირებისა და საწარმოების წვდომას. Open Net პროგრამა არის Log-In Georgia პროექტის მთავარი კომპონენტი, რომელიც ქვეყანაში ხელმისაწვდომ ფართოზოლოვან ინტერნეტთან კერძო პირებისა და საწარმოების წვდომას უწყობს ხელს. Log-in Georgia მხარს უჭერს ფართოზოლოვანი ქსელების განვითარების 2020 – 2025 წლების ეროვნული სტრატეგიის განხორციელებას, რომელიც მომზადებულია ევროკავშირისა და მსოფლიო ბანკის მხარდაჭერით.

დამატებითი ინფორმაცია

პრესრელიზი

ინფოგრაფიკა — ევროკავშირის და საქართველოს ურთიერთობები


თემაზე

დეკემბერი 1, 2023

ევროპის განათლების ფონდის 2024 წლის სამუშაო პროგრამაში განსაკუთრებული ყურადღება კანდიდატ ქვეყნებს დაეთმობა

ნოემბერი 30, 2023

სალომე ზურაბიშვილი ყვარლის ევროკლუბის 4 წლის საიუბილეო ღონისძიებას ეწვია 

ნოემბერი 30, 2023

ევროკავშირმა, საფრანგეთმა, გერმანიამ და საქართველომ ქვეყნის მწვანე გარდაქმნის მხარდასაჭერი რეფორმების პროგრამა მიიღეს

ნოემბერი 29, 2023

ევროკავშირის დაფინანსებითა და UNDP-ის მხარდაჭერით, საქართველოს მთავრობამ სოფლის განვითარების თემაზე კონფერენცია ჩაატარა

ნოემბერი 27, 2023

ევროპარლამენტი რუსული საოკუპაციო ძალების მიერ თამაზ გინტურის მკვლელობას და ლევან დოთიაშვილის გატაცებას გმობს


გაინტერესებთ უკანასკნელი ცნობები და შესაძლებლობები?

ამ ვებსაიტს მართავს ევროკავშირის მიერ დაფინანსებული აღმოსავლეთ სამეზობლოს რეგიონული საკომუნიკაციო პროგრამა („EU NEIGHBOURS east“) 2020-2024. ეს პროგრამა ავსებს და მხარს უჭერს ევროკავშირის წარმომადგენლობების კომუნიკაციას აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნებში; ის მოქმედებს სამეზობლო პოლიტიკის და გაფართოებაზე მოლაპარაკებების საკითხებში ევროკომისიის გენერალური დირექტორატის და ევროპული საგარეო ქმედებათა სამსახურის ხელმძღვანელობით. პროგრამას ახორციელებს კომპანიის B&S ევროპის კონსორციუმი.


ინფორმაცია ამ ვებგვერდზე რეგულირდება პასუხისმგებლობის შეზღუდვის და პერსონალურ მონაცემთა დაცვის დებულებებით. © European Union,