ევროკავშირის და საქართველოს ურთიერთობები — ინფოგრაფიკა
ნოემბერი 24, 2021

ევროკავშირის და საქართველოს ურთიერთობები — ინფოგრაფიკა


ევროკავშირმა და საქართველომ ასოცირების შესახებ შეთანხმებას ხელი 2014 წელს მოაწერეს და ის სრულ ძალაში 2016 წლის ივლისში შევიდა. ხელშეკრულებამ პოლიტიკური ასოცირებისა და ეკონომიკური ინტეგრაციის საფუძველი შექმნა. ამ თანამშრომლობის უმნიშვნელოვანეს სარგებელთა შორისაა ღრმა და ყოვლისმომცველი თავისუფალი სავაჭრო სივრცე (DCFTA), რომელმაც 2017 წლის 28 მარტიდან ქართულ ბიზნესს და პროდუქტებს ევროპის ბაზარი გაუხსნა, ხოლო საქართველოს მოსახლეობას შენგენის სივრცეში უვიზო მიმოსვლის საშუალება მისცა. ევროკავშირი საქართველოს უდიდესი დონორია და ის გრანტების სახით ყოველწლიურად 120მილიონ ევროზე მეტს გამოყოფს ქვეყნის ამბიციურირეფორმების გეგმის მხარდასაჭერად.

საქართველოში ეტაპობრივად მიმდინარეობს მისი კანონმდებლობის ევროკავშირის კანონმდებლობასთან შესაბამისობაში მოყვანის პროცესი. ასოცირების შეთანხმებაში ჩამოთვლილი საკანონმდებლო აქტების ერთ მესამედზე მეტი ამ მოთხოვნას უკვე აკმაყოფილებს და საქართველოს მოქალაქეებს ევროპული სტანდარტებით უზრუნველყოფს.

2017 წელს ვიზალიბერალიზაციის მინიჭების შემდეგ, საქართველოს 500,000-ზე მეტმა მოქალაქემ 1 მილიონზე მეტჯერ იმოგზაურა ევროკავშირში ვიზის გარეშე.

ევროკავშირი საქართველოს ძირითადი სავაჭრო პარტნიორია, რომლის წილმა ვაჭრობის მთლიან მოცულობაში 2020 წელს 27% შეადგინა.

აღდგენა. მდგრადობა. რეფორმები

ეკონომიკა
2020 წელს საქართველოში პროგრამის, EU4Business ფარგლებში მხარი დაეჭირა 19,000-მდე მცირე და საშუალო საწარმოს, რომელთაგან 24%-ს ქალები ხელმძღვანელობენ. ამის შედეგად შეიქმნა 10,000 სამუშაო ადგილი, პანდემიის განმავლობაში კი 90,000 სამუშაო ადგილი შენარჩუნდა.

ინსტიტუტები
200 საჯარო და საბანკო მომსახურება, რომელსაც ევროკავშირის დახმარებით გახსნილი 76 საზოგადოებრივი ცენტრი ახორციელებს, ცენტრალური დასახლებებიდან მოშორებით მცხოვრები 90,000-ზე მეტი ადამიანისთვისაა ხელმისაწვდომი.

მწვანე გარდაქმნა
ევროკავშირის ინვესტიციის მეშვეობით, საქართველოში ამჟამად კავკასიაში პირველი კომერციული ქარის ელექტროსადგური მოქმედებს.

საზოგადოება
2014 წლიდან მოყოლებული, სტუდენტებმა და აკადემიურმა პერსონალმა საქართველოსა და ევროკავშირს შორის Erasmus+ გაცვლითი პროგრამებით 11,000- ზე მეტჯერ ისარგებლეს.

ციფრული გარდაქმნა
ევროკავშირი და საქართველო პროგრამის, EU4Digital ფარგლებში ახორციელებენ საპილოტე პროექტებს, რომელთა მიზანიც ევროკავშირთან ტრანსსასაზღვრო ელ- კომერციის 50%-ით გაზრდაა.

ეკონომიკური და საინვესტიციო გეგმა

ევროკავშირი კონკრეტული ინვესტიციებით უჭერს მხარს საქართველოს, რათა დაჩქარდეს პოსტპანდემიური აღდგენა და გაუმჯობესდეს საქართველოს მოქალაქეების ცხოვრება. უახლოეს წლებში ევროკავშირი ინვესტიციებს განახორციელებს შემდეგ ხუთ საფლაგმანო პროექტში:

  • სანდო ინტერნეტი შავი ზღვის მონაცემთა კაბელის და ელექტრობის კაბელის საშუალებით
  • საბორნე კავშირები შავ ზღვაში
  • 80,000 მცირე და საშუალო საწარმოს მხარდაჭერა
  • მაღალსიჩქარიანი ინტერნეტი 1,000 სასოფლო თემისთვის
  • უფრო სუფთა ჰაერი 1 მილიონი ადამიანისთვის

COVID-19-ზეპასუხი

ევროკავშირმა სწრაფი რეაგირება მოახდინა საქართველოს და მისი მოქალაქეების დაუყოვნებელ საჭიროებებზე. სოციალურ-ეკონომიკური აღდგენის და დაუყოვნებელი საჭიროებების მხარდასაჭერად მან „ევროპის გუნდის“ ფარგლებში მობილიზება გაუწია COVID-19-ზე რეაგირების სპეციალურად მორგებულ პაკეტს, რომლის მოცულობა 183 მილიონ ევროს აღემატებოდა. გარდა ამისა, საქართველომ მიიღო 150 მილიონი ევროს ოდენობის მაკროფინანსური დახმარება, რომლის საშუალებით მთავრობამ შეძლო 400,000 სამუშაო ადგილის შენარჩუნება და მიზნობრივი სოციალური დახმარების გაწევა 78,000-ზე მეტი სოციალურად დაუცველი ოჯახისა და 45,000 უნარშეზღუდული ადამიანისთვის. საქართველოში პანდემიის წინა ხაზზე მომუშავე პერსონალს და ლაბორატორიებს გადაეცა სამედიცინო მარაგების, ვენტილატორების და დამცავი აღჭურვილობის 2 მილიონამდე ერთეული.

საქართველო ღებულობს ვაქცინებს COVAX პლატფორმის საშუალებით, „ევროპის გუნდის“ 3 მილიარდ ევროზე მეტი ოდენობის დახმარების და ევროკავშირის წევრი სახელმწიფოების ბილატერალური მხარდაჭერის საფუძველზე. 2021 წლის 15 ნოემბრიდან ევროკავშირსა და საქართველოს შორის ორმხრივად არის აღიარებული ციფრული COVID-სერთიფიკატები. სახელმწიფოებმა კი გამოთქვეს მზადყოფნა, გაეღოთ დამატებითი დოზები მთავრობის მოთხოვნისთანავე.

ვროკომისია: ec.europa.eu/neighbourhood-enlargement/georgia l twitter.com/eu_near
ევროპის საგარეო ქმედებათა სამსახური: eeas.europa.eu/delegations/georgia l twitter.com/eu_eeas

ჩამოტვირთვა



ყველაზე წაკითხული



გაინტერესებთ უკანასკნელი ცნობები და შესაძლებლობები?

ამ ვებსაიტს მართავს ევროკავშირის მიერ დაფინანსებული აღმოსავლეთ სამეზობლოს რეგიონული საკომუნიკაციო პროგრამა („EU NEIGHBOURS east“) 2020-2024. ეს პროგრამა ავსებს და მხარს უჭერს ევროკავშირის წარმომადგენლობების კომუნიკაციას აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნებში; ის მოქმედებს სამეზობლო პოლიტიკის და გაფართოებაზე მოლაპარაკებების საკითხებში ევროკომისიის გენერალური დირექტორატის და ევროპული საგარეო ქმედებათა სამსახურის ხელმძღვანელობით. პროგრამას ახორციელებს კომპანიის GOPA PACE კონსორციუმი.


ინფორმაცია ამ ვებგვერდზე რეგულირდება პასუხისმგებლობის შეზღუდვის და პერსონალურ მონაცემთა დაცვის დებულებებით. © European Union,