
2 ოქტომბერს ბრიუსელში საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი ევროპული საბჭოს პრეზიდენტს, შარლ მიშელსა და ევროკომისიის პრეზიდენტს, ურსულა ფონ დერ ლაიენს შეხვდა.
„როგორც კანდიდატმა ქვეყანამ, საქართველომ უნდა გააღრმაოს რეფორმები ჩვენი საერთო დემოკრატიული ღირებულებების შესაბამისად“, – დაწერა შარლ მიშელმა შეხვედრის შემდეგ X-ზე, – „რეფორმები, კანონის უზენაესობა და დემოკრატიული პრინციპები ევროკავშირისკენ მიმავალი გზის საფუძველია“.
მან ასევე დაურთო, რომ საქართველოს მომავლის განსაზღვრა მხოლოდ საქართველოში და ქართველი ხალხის მიერაა შესაძლებელი.
ურსულა ფონ დერ ლაიენის განცხადებით, ის დიდად აფასებს იმას, თუ როგორ ერთგულობს სალომე ზურაბიშვილი საქართველოს ევროკავშირისკენ მიმავალ გზას.
„ჩვენი შეხვედრა მნიშვნელოვან დროს იმართება – მომავალი არჩევნები გადამწყვეტი გამოცდა იქნება საქართველოს დემოკრატიისათვის და ევროკავშირი-საქართველოს ურთიერთობების მომავლისათვის“, – დაწერა ფონ დერ ლაიენმა X-ზე.
თავის მხრივ, ზურაბიშვილმა აღნიშნა, რომ ევროპის მორალური მხარდაჭერა გადამწყვეტი იქნება, რათა „ქართველმა ხალხმა არ იგრძნოს თავი იზოლირებულად, როცა 26 ოქტომბერს თავის ევროპულ არჩევანს გააკეთებს“.
დამატებითი ინფორმაცია





სხვა საინფორმაციო კამპანიები:
გაინტერესებთ უკანასკნელი ცნობები და შესაძლებლობები?
ამ ვებსაიტს მართავს ევროკავშირის მიერ დაფინანსებული აღმოსავლეთ სამეზობლოს რეგიონული საკომუნიკაციო პროგრამა (EU NEIGHBOURS east). პროგრამა ავსებს და მხარს უჭერს ევროკავშირის წარმომადგენლობების კომუნიკაციას აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნებში და მოქმედებს ევროკომისიის გაფართოებისა და აღმოსავლეთ სამეზობლოს საკითხებში გენერალური დირექტორატის (DG ENEST) და ევროპის საგარეო ქმედებათა სამსახურის ხელმძღვანელობით. EU NEIGHBOURS east პროგრამას ახორციელებს GOPA PACE-ის ხელმძღვანელობით მოქმედი კონსორციუმი.

ინფორმაცია ამ ვებგვერდზე რეგულირდება პასუხისმგებლობის შეზღუდვის და პერსონალურ მონაცემთა დაცვის დებულებებით. © European Union,
We use cookies and similar technologies to improve your experience on our website.