მათ, ვისაც სურს, მეტი გაიგოს საქართველოს ევროპული პერსპექტივის შესახებ, საქართველოში ევროკავშირის წარმომადგენლობა თავის Facebook გვერდზე იწვევს.
წარმომადგენლობა პასუხს გასცემს შეკითხვებს იმაზე, თუ რა უნდა გაკეთდეს, რათა საქართველომ მისთვის გახსნილი ახალი შესაძლებლობები ხელიდან არ გაუშვას.
დაინტერესებულებს შეკითხვების დასმა 2022 წლის 1 ივლისამდე პოსტის ქვემოთ კომენტარად ან პირდაპირი შეტყობინების სახით შეუძლიათ.
შესაძლებელია, რომ თქვენს შეკითხვას უშუალოდ საქართველოში ევროკავშირის ელჩმა, კარლ ჰარცელმა უპასუხოს.
23 ივნისს ევროკომისიამ საქართველოსთვის ევროპული პერსპექტივის მინიჭების გადაწყვეტილება მიიღო. ეს ქვეყანას აძლევს შანსს, მოიპოვოს ევროკავშირის კანდიდატი ქვეყნის სტატუსი, როგორც კი იმ რიგ პრიორიტეტულ მოთხოვნებს შეასრულებს, რომლებიც ევროკომისიამ საქართველოზე თავის მოსაზრებაში წარმოადგინა.
დამატებითი ინფორმაცია





სხვა საინფორმაციო კამპანიები:
გაინტერესებთ უკანასკნელი ცნობები და შესაძლებლობები?
ამ ვებსაიტს მართავს ევროკავშირის მიერ დაფინანსებული აღმოსავლეთ სამეზობლოს რეგიონული საკომუნიკაციო პროგრამა (EU NEIGHBOURS east). პროგრამა ავსებს და მხარს უჭერს ევროკავშირის წარმომადგენლობების კომუნიკაციას აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნებში და მოქმედებს ევროკომისიის გაფართოებისა და აღმოსავლეთ სამეზობლოს საკითხებში გენერალური დირექტორატის (DG ENEST) და ევროპის საგარეო ქმედებათა სამსახურის ხელმძღვანელობით. EU NEIGHBOURS east პროგრამას ახორციელებს GOPA PACE-ის ხელმძღვანელობით მოქმედი კონსორციუმი.
ინფორმაცია ამ ვებგვერდზე რეგულირდება პასუხისმგებლობის შეზღუდვის და პერსონალურ მონაცემთა დაცვის დებულებებით. © European Union,