ევროპული საბჭო: უკრაინას და მოლდოვას ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსი მიენიჭათ
ივნისი 24, 2022

ევროპული საბჭო: უკრაინას და მოლდოვას ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსი მიენიჭათ


23 ივნისს ევროპულმა საბჭომ უკრაინისა და მოლდოვისთვის ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსის მინიჭების გადაწყვეტილება მიიღო.

„ეს არის ისტორიული მომენტი. დღეს თქვენ უმნიშვნელოვანესი ნაბიჯი გადადგით ევროკავშირის მიმართულებით“, — დაწერა ტვიტერზე ევროპული საბჭოს პრეზიდენტმა, შარლ მიშელმა — „ვულოცავთ [ვოლოდიმირ] ზელენსკის და მაია სანდუს, მათთან ერთად კი უკრაინელ და მოლდოველ ხალხს. ჩვენ საერთო მომავალი გვაქვს“. 

ამავე დროს, საბჭომ საქართველოს ევროპული პერსპექტივის აღიარების გადაწყვეტილებაც მიიღო. შარლ მიშელის თქმით, „საბჭო მზად არის, მიანიჭოს [საქართველოს] წევრობის კანდიდატის სტატუსი პრიორიტეტული პრობლემების გადაჭრისთანავე“.

ამ გადაწყვეტილების მიღებას წინ უსწრებდა მოსაზრებები, რომლებიც ევროკომისიამ ევროკავშირის წევრობაზე შეტანილი სამივე განაცხადის თაობაზე 17 ივნისს გამოაქვეყნა.

„მოხარული ვარ, რომ  ქვეყნების მეთაურებმა ჩვენი მოსაზრებები დაამტკიცეს“, — განაცხადა ევროკომისიის პრეზიდენტმა, ურსულა ფონ დერ ლაიენმა ევროპული საბჭოს შეკრების შემდეგ გამართულ პრესკონფერენციაზე, — „რა თქმა უნდა, ევროკავშირში გაწევრიანების პროცესის შემდეგ საფეხურზე გადასვლამდე, სამივე ქვეყანას ბევრი რამ აქვს შესასრულებელი. თუმცა, მე დარწმუნებული ვარ, რომ ისინი უმოკლეს ვადაში გააკეთებენ ყველაფერს, რაც რეფორმების გასატარებლადაა საჭირო“. 

მან ასევე დაურთო, რომ ევროკავშირში გაწევრიანებისთვის საჭირო ცვლილებები, პირველ რიგში, ამ ქვეყნების დემოკრატიის, ეკონომიკისა და მოქალაქეებისთვის იქნება სარგებლის მომტანი.

„ეს გადაწყვეტილება ყველა ჩვენგანს აძლიერებს. ის აძლიერებს რუსეთის იმპერიალიზმის წინაშე მდგარ უკრაინას, მოლდოვას და საქართველოს. და ის აძლიერებს ევროკავშირს, რადგან კიდევ ერთხელ უჩვენებს მსოფლიოს ჩვენს ერთიანობას და სიძლიერეს გარე საფრთხეების წინააღმდეგ“, — აღნიშნა ურსულა ფონ დერ ლაიენმა.

დამატებითი ინფორმაცია

პრესრელიზი



ყველაზე წაკითხული


თემაზე

ივლისი 3, 2026

ირლანდია ევროკავშირის საბჭოს თავმჯდომარეობის მიღებისას უკრაინასა და სხვა კანდიდატ ქვეყნებს მხარდაჭერას აღუთქვამს

ივნისი 29, 2026

ევროკავშირისა და UNDP-ის ხელშეწყობით, საქართველოს მცირე და საშუალო ბიზნესი საერთაშორისო ბაზრებს ითვისებს

ივნისი 26, 2026

მამის დღე საქართველოში: UNFPA და ევროკავშირი ახალბედა მამებისთვის წიგნს წარმოადგენენ

ივნისი 16, 2026

ახალგაზრდა ევროპელი ელჩები ურთიერთობების, შთაგონების და ცვლილების ათწლეულს აღნიშნავენ

ივნისი 12, 2026

ევროკავშირის ინიციატივა, „საქართველო მწვანე მომავლისკენ“, 14 ივნისს თბილისში „შეკეთებისა და ხელახლა გამოყენების დღეს“ მართავს


გაინტერესებთ უკანასკნელი ცნობები და შესაძლებლობები?

ამ ვებსაიტს მართავს ევროკავშირის მიერ დაფინანსებული აღმოსავლეთ სამეზობლოს რეგიონული საკომუნიკაციო პროგრამა (EU NEIGHBOURS east). პროგრამა ავსებს და მხარს უჭერს ევროკავშირის წარმომადგენლობების კომუნიკაციას აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნებში და მოქმედებს ევროკომისიის გაფართოებისა და აღმოსავლეთ სამეზობლოს საკითხებში გენერალური დირექტორატის (DG ENEST) და ევროპის საგარეო ქმედებათა სამსახურის ხელმძღვანელობით. EU NEIGHBOURS east პროგრამას ახორციელებს GOPA PACE-ის ხელმძღვანელობით მოქმედი კონსორციუმი.


ინფორმაცია ამ ვებგვერდზე რეგულირდება პასუხისმგებლობის შეზღუდვის და პერსონალურ მონაცემთა დაცვის დებულებებით. © European Union,