პროექტის, EU4Culture გრანტები საქართველოს სამ ქალაქში კულტურის განვითარებას მოხმარდება
დეკემბერი 2, 2021

პროექტის, EU4Culture გრანტები საქართველოს სამ ქალაქში კულტურის განვითარებას მოხმარდება


ზუგდიდს, ქუთაისსა და ფოთს კულტურის განვითარების სტრატეგიების მოსამზადებლად ევროკავშირის 30,000 ევროს ოდენობის გრანტები გადაეცათ. პროექტის, EU4Culture გრანტების გაცემის ოფიციალური ცერემონია 1 დეკემბერს თბილისში, საქართველოში ევროკავშირის წარმომადგენლობის მხარდაჭერით გაიმართა.

საგრანტო კონკურსი 2021 წლის მაისში გამოცხადდა იმ ქალაქების მხარდასაჭერად, რომლებსაც დედაქალაქის სტატუსი არ აქვთ. მხარდაჭერის ფარგლებში შემუშავებული და განხორციელებული კულტურის განვითარების სტრატეგიები ევროპის კულტურული დედაქალაქების მიდგომებს გაითვალისწინებს. კონკურსში აღმოსავლეთ პარტნიორობის ხუთი ქვეყნის 70-ზე მეტი ქალაქი მონაწილეობდა.

შერჩეული ქალაქები კულტურის სტრატეგიების შემუშავებისთვის 30,000 ევროს მიიღებენ. კონკურსის დასკვნით ეტაპზე კი სამიდან ერთ ქალაქს საკუთარი სტრატეგიის განსახორციელებლად 300,000-მდე ევროს ოდენობის გრანტი გადაეცემა.

EU4Culture ევროკავშირის მიერ დაფინანსებული ოთხწლიანი პროექტია. მისი მთავარი ფოკუსი აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნების იმ ქალაქების კულტურის და შემოქმედებითი სექტორის მხარდაჭერაა, რომლებსაც დედაქალაქის სტატუსი არ აქვთ. პროექტის მიზანია, მთელი რეგიონის მასშტაბით გაზარდოს კულტურის როლი ეკონომიკური და სოციალური განვითარების პროცესში. 


თემაზე

„მეტი ევროკავშირი საქართველოში“: ახალგაზრდა ევროპელი ელჩები ევროკავშირის საქართველოსთან თანამშრომლობასა და შესაძლებლობებს ღონისძიებათა სერიით წარმოაჩენენ
სექტემბერი 27, 2023

„მეტი ევროკავშირი საქართველოში“: ახალგაზრდა ევროპელი ელჩები ევროკავშირის საქართველოსთან თანამშრომლობასა და შესაძლებლობებს ღონისძიებათა სერიით წარმოაჩენენ

EU4IM ქართველ ჟურნალისტებს მაღალრისკიან გარემოში მუშაობის უნარის გამოწვრთნაში ეხმარება
სექტემბერი 26, 2023

EU4IM ქართველ ჟურნალისტებს მაღალრისკიან გარემოში მუშაობის უნარის გამოწვრთნაში ეხმარება

სახაროვის პრემია 2023: ცხრა ნომინანტს შორის საქართველოს პროევროპელი ხალხი და ნინო ლომჯარია წარადგინეს
სექტემბერი 22, 2023

სახაროვის პრემია 2023: ცხრა ნომინანტს შორის საქართველოს პროევროპელი ხალხი და ნინო ლომჯარია წარადგინეს

ევროკავშირი, EBRD და შვედეთი საქართველოში ქალთა მეწარმეობას უწყობენ ხელს
სექტემბერი 21, 2023

ევროკავშირი, EBRD და შვედეთი საქართველოში ქალთა მეწარმეობას უწყობენ ხელს

EUMM-ის მიერ ნაჩვენები დოკუმენტური ფილმი აფხაზეთისადმი ქართველი ახალგაზრდების დამოკიდებულებას იკვლევს
სექტემბერი 13, 2023

EUMM-ის მიერ ნაჩვენები დოკუმენტური ფილმი აფხაზეთისადმი ქართველი ახალგაზრდების დამოკიდებულებას იკვლევს


გაინტერესებთ უკანასკნელი ცნობები და შესაძლებლობები?

ამ ვებსაიტს მართავს ევროკავშირის მიერ დაფინანსებული აღმოსავლეთ სამეზობლოს რეგიონული საკომუნიკაციო პროგრამა („EU NEIGHBOURS east“) 2020-2024. ეს პროგრამა ავსებს და მხარს უჭერს ევროკავშირის წარმომადგენლობების კომუნიკაციას აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნებში; ის მოქმედებს სამეზობლო პოლიტიკის და გაფართოებაზე მოლაპარაკებების საკითხებში ევროკომისიის გენერალური დირექტორატის და ევროპული საგარეო ქმედებათა სამსახურის ხელმძღვანელობით. პროგრამას ახორციელებს კომპანიის B&S ევროპის კონსორციუმი.


ინფორმაცია ამ ვებგვერდზე რეგულირდება პასუხისმგებლობის შეზღუდვის და პერსონალურ მონაცემთა დაცვის დებულებებით. © European Union,