EU project page

EU4Culture

აღწერა
EU4Culture ევროკავშირის მიერ დაფინანსებული პროექტია, რომელიც 2021 - 2024 წლებში ხორციელდება. იგი მხარს უჭერს კულტურისა და შემოქმედებითი სექტორის გაძლიერებას აღმოსავლეთ პარტნიორობის ექვს ქვეყანაში: აზერბაიჯანი, ბელარუსი, მოლდოვას რესპუბლიკა, საქართველო, სომხეთი, უკრაინა
კონკრეტული ამოცანა ადგილობრივ ენაზე
პროექტის მთავარი მიზანია, ხელი შეუწყოს კულტურის როლის გაზრდას ეკონომიკური და სოციალური განვითარების პროცესში.
კერძოდ, პროექტი მიზნად ისახავს:
- გააძლიეროს კულტურის სექტორი, როგორც ეკონომიკური განვითარების მნიშვნელოვანი მამოძრავებელი ძალა.
- ხალხთა შორის მშვიდობიანი ურთიერთობებისა და ცოდნის გაზიარების მიზნით ხელი შეუწყოს კულტურათაშორის დიალოგს.
- მარეგულირებელი პროცესების მხარდაჭერისა და პოლიტიკური დიალოგის გზით გააძლიეროს კულტურის სექტორის ადგილობრივი მმართველობა.
მოსალოდნელი შედეგები
პროექტი EU4Culture
- დაეხმარება ქალაქებს შეიმუშაონ და განახორციელონ კულტურის განვითარების სტრატეგიები: თითოეული ქვეყნიდან მაქსიმუმ სამი ქალაქი მიიღებს 30,000 ევროს ოდენობის გრანტს კულტურის განვითარების სტრატეგიის მოსამზადებლად, მათგან კი შეირჩევა ერთი, რომელიც მოიპოვებს 300,000 ევრომდე დაფინანსებას საკუთარი სტრატეგიის განსახორციელებლად.
- დააფინანსებს ადგილობრივ და რეგიონალურ ფესტივალებს, კულტურულ და ინოვაციურ პროექტებს.
- გასცემს მობილობის გრანტებს ხელოვნებისა და კულტურის სფეროს წარმომადგენლებისთვის.
- მხარს დაუჭერს ქალაქებს შესაძლებლობების გაძლიერების მიმართულებით.
პროექტის დოკუმენტები
პროექტის რუკა
ვიდეოგალერეა
EU project page
EU project page
პროექტის დეტალები
რეგიონალური
პრიორიტეტული სფერო:
პარტნიორობა, რომელიც ქმნის
ქვესექტორი:
კულტურა
თემები:
კულტურა
აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნები:
სომხეთი, აზერბაიჯანი, ბელარუსი, საქართველოს, მოლდოვა, უკრაინა
პროექტის სტატუსი:
მიმდინარე
დაწყების თარიღი:
01.01.2021
დასრულების თარიღი:
31.12.2024
სოციალური მედია:
https://linktr.ee/EU4Culture
ევროკავშირის პროექტის ნომერი:
417-654

გაინტერესებთ უკანასკნელი ცნობები და შესაძლებლობები?

ამ ვებსაიტს მართავს ევროკავშირის მიერ დაფინანსებული აღმოსავლეთ სამეზობლოს რეგიონული საკომუნიკაციო პროგრამა („EU NEIGHBOURS east“) 2020-2024. ეს პროგრამა ავსებს და მხარს უჭერს ევროკავშირის წარმომადგენლობების კომუნიკაციას აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნებში; ის მოქმედებს სამეზობლო პოლიტიკის და გაფართოებაზე მოლაპარაკებების საკითხებში ევროკომისიის გენერალური დირექტორატის და ევროპული საგარეო ქმედებათა სამსახურის ხელმძღვანელობით. პროგრამას ახორციელებს კომპანიის B&S ევროპის კონსორციუმი.


ინფორმაცია ამ ვებგვერდზე რეგულირდება პასუხისმგებლობის შეზღუდვის და პერსონალურ მონაცემთა დაცვის დებულებებით. © European Union,