მიიღეთ მონაწილეობა ჩვენს ფოტოკონკურსში და მოიგეთ 1,000 ევრო
ნოემბერი 24, 2022

მიიღეთ მონაწილეობა ჩვენს ფოტოკონკურსში და მოიგეთ 1,000 ევრო


EU NEIGHBOURS east პროგრამა, FOTOFESTIWAL– თან პარტნიორობით, იწვევს პროფესიონალ ფოტოგრაფებს აზერბაიჯანიდან, ბელარუსიდან, მოლდოვის რესპუბლიკიდან, საქართველოდან, სომხეთიდან და უკრაინიდან ევროკავშირის მიერ დაფინანსებულ ფოტოკონკურსში, თემაზე „ოჯახური კავშირები“. გამარჯვებულებს 1,000 ევროს ოდენობის პრიზი გადაეცემათ.

განაცხადების შეტანის ბოლო ვადაა 2023 წლის 23 იანვარი

„ოჯახური კავშირები“

როგორ გვაკავშირებს ჩვენი ოჯახი ჩვენს ფესვებთან, კულტურასთან, ტრადიციებთან და მომავალთან? რომელი კავშირები განსაზღვრავს ოჯახს და გვაძლევს მიკუთვნებულობის გრძნობას? როგორ ერგება ეს კავშირები ცვალებად სამყაროს, ტექნოლოგიას, კონფლიქტებს, სიყვარულსა და დანაკარგს?

პანდემიური შეზღუდვებისა და ომის შედეგად, ოჯახური კავშირების მნიშვნელობა და სიმყიფე დღეს განსაკუთრებით ცხადი გახდა. ამ ყველაფრის გათვალისწინებით, კონკურსი იწვევს ფოტოგრაფებს, წარმოადგინონ 8-20 ფოტოსგან შემდგარი სერიები, რომლებიც თემის, „ოჯახური კავშირები“, გარშემო მათ მხატვრულ, სოციალურ და, უპირველეს ყოვლისა, პირად ინტერპრეტაციებს ასახავს.

კონკურსის მოკლე სიაში მოხვედრილების ვინაობა 2023 წლის თებერვლის ბოლოსკენ გახდება ცნობილი. გამარჯვებულები კი 2023 წლის მარტში გამოვლინდებიან. 

1,000  ევროს ოდენობის პრიზი გადაეცემა თითო გამარჯვებულს თითოეული ქვეყნიდან (აზერბაიჯანიდან, ბელარუსიდან, მოლდოვის რესპუბლიკიდან, საქართველოდან, სომხეთიდან და უკრაინიდან). გარდა ამისა, გამარჯვებულების ინტერვიუები EU NEIGHBOURS east-ის ვებსაიტზე გამოქვეყნდება. 

დამატებითი ინფორმაცია

კონკურსის გვერდი



ყველაზე წაკითხული


თემაზე

ივლისი 3, 2026

ირლანდია ევროკავშირის საბჭოს თავმჯდომარეობის მიღებისას უკრაინასა და სხვა კანდიდატ ქვეყნებს მხარდაჭერას აღუთქვამს

ივნისი 29, 2026

ევროკავშირისა და UNDP-ის ხელშეწყობით, საქართველოს მცირე და საშუალო ბიზნესი საერთაშორისო ბაზრებს ითვისებს

ივნისი 26, 2026

მამის დღე საქართველოში: UNFPA და ევროკავშირი ახალბედა მამებისთვის წიგნს წარმოადგენენ

ივნისი 16, 2026

ახალგაზრდა ევროპელი ელჩები ურთიერთობების, შთაგონების და ცვლილების ათწლეულს აღნიშნავენ

ივნისი 12, 2026

ევროკავშირის ინიციატივა, „საქართველო მწვანე მომავლისკენ“, 14 ივნისს თბილისში „შეკეთებისა და ხელახლა გამოყენების დღეს“ მართავს


გაინტერესებთ უკანასკნელი ცნობები და შესაძლებლობები?

ამ ვებსაიტს მართავს ევროკავშირის მიერ დაფინანსებული აღმოსავლეთ სამეზობლოს რეგიონული საკომუნიკაციო პროგრამა (EU NEIGHBOURS east). პროგრამა ავსებს და მხარს უჭერს ევროკავშირის წარმომადგენლობების კომუნიკაციას აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნებში და მოქმედებს ევროკომისიის გაფართოებისა და აღმოსავლეთ სამეზობლოს საკითხებში გენერალური დირექტორატის (DG ENEST) და ევროპის საგარეო ქმედებათა სამსახურის ხელმძღვანელობით. EU NEIGHBOURS east პროგრამას ახორციელებს GOPA PACE-ის ხელმძღვანელობით მოქმედი კონსორციუმი.


ინფორმაცია ამ ვებგვერდზე რეგულირდება პასუხისმგებლობის შეზღუდვის და პერსონალურ მონაცემთა დაცვის დებულებებით. © European Union,