21 ივნისს კახეთში, თელავის ვაჟა-ფშაველას სახელობის პროფესიულ სახელმწიფო დრამატულ თეატრში დასაქმების ფორუმი გაიმართა. ღონისძიება ევროკავშირის ფინანსური მხარდაჭერით იყო ორგანიზებული.
დასაქმების ფორუმის მიზანი იძულებით გადაადგილებული, სამუშაო გამოცდილების არმქონე თუ ხანგრძლივი პერიოდის განმავლობაში დაუსაქმებელი პირების, მოწყვლადი ჯგუფებისა და ახალგაზრდების დასაქმების ხელშეწყობა გახლდათ.
ფორუმზე 35-მა მცირე, საშუალო და მსხვილმა კომპანიამ დასაქმებისა და სტაჟირების პროგრამებისთვის 120-მდე ვაკანსია წარადგინა. ღონისძიებაში სამუშაოს 300-ზე მეტმა მაძიებელმა მიიღო მონაწილეობა. მათ მიეცათ შესაძლებლობა, შეხვედროდნენ პოტენციურ დამსაქმებლებს, შეეტანათ განაცხადი წარდგენილ ვაკანსიებზე და წარმოეჩინათ საკუთარი უნარები პირდაპირი კომუნიკაციის გზით.
ღონისძიებას ესწრებოდნენ საქართველოში ევროკავშირის წარმომადგენლობის, დასაქმების ხელშეწყობის სახელმწიფო სააგენტოს, პროფესიული სასწავლებლების, საზოგადოებრივი ორგანიზაციების, ადგილობრივი თვითმმართველობის თუ ადგილობრივი ბიზნესების წარმომადგენლები, დამსაქმებლები, სამუშაოს მაძიებლები და სხვა დაინტერესებული პირები.
დამატებითი ინფორმაცია





სხვა საინფორმაციო კამპანიები:
გაინტერესებთ უკანასკნელი ცნობები და შესაძლებლობები?
ამ ვებსაიტს მართავს ევროკავშირის მიერ დაფინანსებული აღმოსავლეთ სამეზობლოს რეგიონული საკომუნიკაციო პროგრამა (EU NEIGHBOURS east). პროგრამა ავსებს და მხარს უჭერს ევროკავშირის წარმომადგენლობების კომუნიკაციას აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნებში და მოქმედებს ევროკომისიის გაფართოებისა და აღმოსავლეთ სამეზობლოს საკითხებში გენერალური დირექტორატის (DG ENEST) და ევროპის საგარეო ქმედებათა სამსახურის ხელმძღვანელობით. EU NEIGHBOURS east პროგრამას ახორციელებს GOPA PACE-ის ხელმძღვანელობით მოქმედი კონსორციუმი.
ინფორმაცია ამ ვებგვერდზე რეგულირდება პასუხისმგებლობის შეზღუდვის და პერსონალურ მონაცემთა დაცვის დებულებებით. © European Union,