ევროკავშირი შავ ზღვაში წყალქვეშა ელექტროკაბელის გაყვანის ინიციატივას მიესალმება
დეკემბერი 20, 2022

ევროკავშირი შავ ზღვაში წყალქვეშა ელექტროკაბელის გაყვანის ინიციატივას მიესალმება


ევროკავშირი მზად იქნება, ფინანსური მხარდაჭერა გაუწიოს შავ ზღვაში ელექტროენერგიის გადამცემი წყალქვეშა კაბელის გაყვანის პროექტს, განაცხადა ევროკომისიის პრეზიდენტმა, ურსულა ფონ დერ ლაიენმა  17 დეკემბერს რუმინეთის დედაქალაქში, ბუქარესტში სიტყვით გამოსვლისას. ეს სიტყვა მან აზერბაიჯანს, საქართველოს, უნგრეთსა და რუმინეთს შორის ელექტროკაბელის გაყვანაზე ოთხმხრივი შეთანხმების ხელმოწერის ღონისძიებაზე წარმოთქვა. 

ფონ დერ ლაიენის თანახმად, ეს შეთანხმება ევროკავშირს სამხრეთ კავკასიელ პარტნიორებთან დააახლოებს და ორივე რეგიონს განახლებად ენერგიაზე გადასვლაში დაეხმარება. „რუსეთის ომის დაწყების შემდეგ ჩვენ გადავწყვიტეთ, უარი გვეთქვა რუსულ წიაღისეულ საწვავზე და დავყრდნობოდით მეტად სანდო პარტნიორებს — ისეთებს, როგორებიც ამ მაგიდის გარშემო სხედან“, — განაცხადა ევროკომისიის პრეზიდენტმა.

მან დასძინა, რომ ეს ინიციატივა გააძლიერებს ენერგოუსაფრთხოებას ევროპაში, ხოლო საქართველოს, მოლდოვას და უკრაინას ახალ შესაძლებლობებს მისცემს: „ეს პროექტი უდიდეს სარგებელს მოუტანს საქართველოს, ევროპული მისწრაფების მქონე ქვეყანას. მას შეუძლია, საქართველო ელექტროენერგიის ჰაბად აქციოს და ევროკავშირის შიდა ენერგობაზარს შეუერთოს. ამასთან, შავი ზღვის წყალქვეშა ელექტროენერგიის კაბელს შეუძლია, ელექტროენერგიის მიღებაში დაეხმაროს ჩვენს მეზობლებს მოლდოვასა და დასავლეთ ბალკანეთში, ხოლო უკრაინას ენერგოსისტემის აღდგენის დაწყება გაუადვილოს“.

დამატებითი ინფორმაცია

პრესრელიზი



ყველაზე წაკითხული


თემაზე

ივლისი 23, 2026

ანგარიში ნახშირბადის სასაზღვრო რეგულირების მექანიზმის საქართველოს ეკონომიკაზე გავლენის შესახებ რეკომენდაციას უწევს ბიზნესის მხარდაჭერას დაბალნახშირბადიანი და ენერგოეფექტური ტექნოლოგიების დასანერგად

ივლისი 23, 2026

ევროკავშირის ციფრული პროდუქტის პასპორტების რეესტრი ამოქმედდა

ივლისი 23, 2026

დაწყებულია რეგისტრაცია მერების შეთანხმების 2026 წლის ცერემონიისთვის

ივლისი 20, 2026

საქართველო: ბათუმში ევროპის დღისადმი მიძღვნილ დღესასწაულში 8000-ზე მეტი ადამიანი მონაწილეობდა

ივლისი 3, 2026

ირლანდია ევროკავშირის საბჭოს თავმჯდომარეობის მიღებისას უკრაინასა და სხვა კანდიდატ ქვეყნებს მხარდაჭერას აღუთქვამს


გაინტერესებთ უკანასკნელი ცნობები და შესაძლებლობები?

ამ ვებსაიტს მართავს ევროკავშირის მიერ დაფინანსებული აღმოსავლეთ სამეზობლოს რეგიონული საკომუნიკაციო პროგრამა (EU NEIGHBOURS east). პროგრამა ავსებს და მხარს უჭერს ევროკავშირის წარმომადგენლობების კომუნიკაციას აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნებში და მოქმედებს ევროკომისიის გაფართოებისა და აღმოსავლეთ სამეზობლოს საკითხებში გენერალური დირექტორატის (DG ENEST) და ევროპის საგარეო ქმედებათა სამსახურის ხელმძღვანელობით. EU NEIGHBOURS east პროგრამას ახორციელებს GOPA PACE-ის ხელმძღვანელობით მოქმედი კონსორციუმი.


ინფორმაცია ამ ვებგვერდზე რეგულირდება პასუხისმგებლობის შეზღუდვის და პერსონალურ მონაცემთა დაცვის დებულებებით. © European Union,