ევროკავშირი „განიხილავს ყველა ვარიანტს“ საქართველოს კანონის მიღების შემდეგ
Reuters
მაისი 30, 2024

ევროკავშირი „განიხილავს ყველა ვარიანტს“ საქართველოს კანონის მიღების შემდეგ


ევროკავშირი და მისი წევრი სახელმწიფოები განიხილავენ „ყველა ვარიანტს“ მას შემდეგ, რაც 28 მაისს საქართველოში უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ კანონი საბოლოოდ მიიღეს. ამის შესახებ ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენლის, ჯოზეფ ბორელისა და ევროკომისიის საერთო განცხადებაში ვკითხულობთ.

„ევროკავშირი ღრმა მწუხარებას გამოთქვამს, რომ საქართველოს პარლამენტმა მიიღო გადაწყვეტილება, გააუქმოს პრეზიდენტის ვეტო უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ კანონზე და უგულებელყო ვენეციის კომისიის დეტალური სამართლებრივი არგუმენტები, რომლებიც ამ კანონის გაუქმებასთან დაკავშირებით მკაფიო რეკომენდაციას იძლევა“, — ნათქვამია განცხადებაში, — „ევროკავშირი და მისი წევრი სახელმწიფოები ამ მოვლენებზე საპასუხოდ ყველა ვარიანტს განიხილავენ“.

განცხადების თანახმად, ევროკავშირმა არაერთხელ გააფრთხილა საქართველოს მთავრობა, რომ კანონი ეწინააღმდეგება ევროკავშირის ძირითად პრინციპებსა და ფასეულობებს. „მისი ამოქმედება იწვევს ევროკავშირის ლიდერების მიერ დამტკიცებული კანდიდატის სტატუსის შესახებ კომისიის რეკომენდაციების ცხრა ნაბიჯიდან მინიმუმ სამში (დეზინფორმაციის შესახებ, პოლარიზაციის შესახებ და ფუნდამენტური უფლებებისა და სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციების ჩართულობის შესახებ მუხლებში) უკან დახევას და უარყოფითად იმოქმედებს საქართველოს ევროკავშირისკენ მიმავალ გზაზე“.

განცხადებაში ასევე ნათქვამია, რომ უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ კანონის გარდა, „აქამდე არასაკმარისი პოლიტიკური ყურადღება ეთმობოდა ცხრა საფეხურთან დაკავშირებულ არსებით წინსვლას“.

ევროკავშირმა მოუწოდა საქართველოს ხელისუფლებას, შეცვალონ ეს ტენდენცია და მტკიცედ დაბრუნდნენ ევროკავშირის გზაზე. „დინამიკის შესაცვლელად ჯერ კიდევ არის დრო, მაგრამ ამისათვის მმართველი ხელისუფლების მიერ ვალდებულების მყარად აღებაა საჭირო“.

„ჩვენ ვაგრძელებთ ქართველი ხალხის გვერდით დგომას და ვაღიარებთ მათი აბსოლუტური უმრავლესობის არჩევანს, ჰქონდეს ქვეყანას ევროპული მომავალი“, — ნათქვამია ბორელისა და კომისიის განცხადებაში.

დამატებითი ინფორმაცია

პრესრელიზი



ყველაზე წაკითხული


თემაზე

ივლისი 23, 2026

ანგარიში ნახშირბადის სასაზღვრო რეგულირების მექანიზმის საქართველოს ეკონომიკაზე გავლენის შესახებ რეკომენდაციას უწევს ბიზნესის მხარდაჭერას დაბალნახშირბადიანი და ენერგოეფექტური ტექნოლოგიების დასანერგად

ივლისი 23, 2026

ევროკავშირის ციფრული პროდუქტის პასპორტების რეესტრი ამოქმედდა

ივლისი 23, 2026

დაწყებულია რეგისტრაცია მერების შეთანხმების 2026 წლის ცერემონიისთვის

ივლისი 20, 2026

საქართველო: ბათუმში ევროპის დღისადმი მიძღვნილ დღესასწაულში 8000-ზე მეტი ადამიანი მონაწილეობდა

ივლისი 3, 2026

ირლანდია ევროკავშირის საბჭოს თავმჯდომარეობის მიღებისას უკრაინასა და სხვა კანდიდატ ქვეყნებს მხარდაჭერას აღუთქვამს


გაინტერესებთ უკანასკნელი ცნობები და შესაძლებლობები?

ამ ვებსაიტს მართავს ევროკავშირის მიერ დაფინანსებული აღმოსავლეთ სამეზობლოს რეგიონული საკომუნიკაციო პროგრამა (EU NEIGHBOURS east). პროგრამა ავსებს და მხარს უჭერს ევროკავშირის წარმომადგენლობების კომუნიკაციას აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნებში და მოქმედებს ევროკომისიის გაფართოებისა და აღმოსავლეთ სამეზობლოს საკითხებში გენერალური დირექტორატის (DG ENEST) და ევროპის საგარეო ქმედებათა სამსახურის ხელმძღვანელობით. EU NEIGHBOURS east პროგრამას ახორციელებს GOPA PACE-ის ხელმძღვანელობით მოქმედი კონსორციუმი.


ინფორმაცია ამ ვებგვერდზე რეგულირდება პასუხისმგებლობის შეზღუდვის და პერსონალურ მონაცემთა დაცვის დებულებებით. © European Union,