ბორელი: საქართველოში უცხოური გავლენის შესახებ კანონის მიღებაზე გადაწყვეტილებას ევროკავშირი საგარეო საქმეთა მომდევნო საბჭოზე მიიღებს
მაისი 30, 2024

ბორელი: საქართველოში უცხოური გავლენის შესახებ კანონის მიღებაზე გადაწყვეტილებას ევროკავშირი საგარეო საქმეთა მომდევნო საბჭოზე მიიღებს


27 მაისს, ევროკავშირის საგარეო საქმეთა საბჭოზე, ევროკავშირის საგარეო საქმეთა მინისტრებმა საქართველოში უცხოური  გავლენის შესახებ კანონის ამოქმედების შემთხვევაში „ევროკავშირის მხრიდან ყველაზე შესაფერისი პასუხის“ განხილვა დაიწყეს. ამის შესახებ  ჟურნალისტებს ევროკავშირის უმაღლესმა წარმომადგენელმა ჯოზეფ ბორელმა საბჭოს დასრულების შემდეგ განუცხადა. მან დასძინა, რომ გადაწყვეტილებას მიიღებენ მომავალ საგარეო საქმეთა საბჭოზე, რომელიც 24 ივნისს არის დაგეგმილი. 

ბორელმა საქართველოს ხელისუფლებას მოუწოდა, გააუქმოს კანონი ვენეციის კომისიის 21 მაისს გამოქვეყნებული დასკვნის შესაბამისად. 

„ვისურვებდი, რომ წევრი [სახელმწიფოები] მზად იყვნენ გადაწყვეტილებების მისაღებად ყოველ ჯერზე, როდესაც ისეთი რამ ხდება, რაც არ შეესაბამება ჩვენს ფასეულობებს, არ შეესაბამება საერთაშორისო ნორმებსა და ევროპულ გზას — არა მარტო საქართველოში, არამედ მსოფლიოს ნებისმიერ წერტილში”, — აღნიშნა ბორელმა. 

საქართველოში მომავალ არჩევნებთან დაკავშირებით ბორელმა განაცხადა, რომ „ქართველ ხალხს მოუწევს, ხმა მისცეს თავისი ქვეყნის განვითარების ტრაექტორიას“.

„მთავრობის ქმედებებმა შეიძლება, საბოლოოდ იქონიოს გავლენა იმ უპირატესობებზე, რომლითაც ისინი ევროკავშირში ინტეგრაციის შედეგად სარგებლობენ. მაგრამ გადაწყვეტილება ჯერ მიღებული არ არის”, — დასძინა ევროკავშირის უმაღლესმა წარმომადგენელმა.

დამატებითი ინფორმაცია

პრესრელიზი



ყველაზე წაკითხული


თემაზე

ივლისი 23, 2026

ანგარიში ნახშირბადის სასაზღვრო რეგულირების მექანიზმის საქართველოს ეკონომიკაზე გავლენის შესახებ რეკომენდაციას უწევს ბიზნესის მხარდაჭერას დაბალნახშირბადიანი და ენერგოეფექტური ტექნოლოგიების დასანერგად

ივლისი 23, 2026

ევროკავშირის ციფრული პროდუქტის პასპორტების რეესტრი ამოქმედდა

ივლისი 23, 2026

დაწყებულია რეგისტრაცია მერების შეთანხმების 2026 წლის ცერემონიისთვის

ივლისი 20, 2026

საქართველო: ბათუმში ევროპის დღისადმი მიძღვნილ დღესასწაულში 8000-ზე მეტი ადამიანი მონაწილეობდა

ივლისი 3, 2026

ირლანდია ევროკავშირის საბჭოს თავმჯდომარეობის მიღებისას უკრაინასა და სხვა კანდიდატ ქვეყნებს მხარდაჭერას აღუთქვამს


გაინტერესებთ უკანასკნელი ცნობები და შესაძლებლობები?

ამ ვებსაიტს მართავს ევროკავშირის მიერ დაფინანსებული აღმოსავლეთ სამეზობლოს რეგიონული საკომუნიკაციო პროგრამა (EU NEIGHBOURS east). პროგრამა ავსებს და მხარს უჭერს ევროკავშირის წარმომადგენლობების კომუნიკაციას აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნებში და მოქმედებს ევროკომისიის გაფართოებისა და აღმოსავლეთ სამეზობლოს საკითხებში გენერალური დირექტორატის (DG ENEST) და ევროპის საგარეო ქმედებათა სამსახურის ხელმძღვანელობით. EU NEIGHBOURS east პროგრამას ახორციელებს GOPA PACE-ის ხელმძღვანელობით მოქმედი კონსორციუმი.


ინფორმაცია ამ ვებგვერდზე რეგულირდება პასუხისმგებლობის შეზღუდვის და პერსონალურ მონაცემთა დაცვის დებულებებით. © European Union,