EU4IM ჟურნალისტებისა და მედიამენეჯერებისთვის ონლაინკურსებს იწყებს
მაისი 29, 2023

EU4IM ჟურნალისტებისა და მედიამენეჯერებისთვის ონლაინკურსებს იწყებს


ევროკავშირის მიერ დაფინანსებული EU4Independent Media („ევროკავშირი დამოუკიდებელი მედიისთვის“) ჟურნალისტებისა და მედიამენეჯერებისთვის ონლაინკურსების სერიას იწყებს. თითოეული კურსი თვითმართულია, რაც იმას ნიშნავს, რომ მათი გავლა თქვენთვის სასურველ დროსა და ტემპში შეგიძლიათ. 

EU4IndependentMedia პროექტის მიზანი აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნებში მოქმედი დამოუკიდებელი, კომერციული მედიის ფინანსური მდგრადობის გაუმჯობესებაა.

პროექტის მიერ შემუშავებული ონლაინრესურსები მედიაორგანიზაციებს ეხმარება, დახვეწონ მენეჯერული და სარედაქციო საქმიანობა. ინიციატივა ასევე გვერდში უდგას პოლიტიკურად და ეკონომიკურად მერყევ გარემოში მომუშავე ჟურნალისტებს — განსაკუთრებით იმ რეპორტიორებს, რომლებიც უკრაინაში მიმდინარე ომს აშუქებენ. 

მაგალითად, ომის გაშუქებასა და რისკის შეფასებაზე კონცენტრირებული ონლაინკურსები შეიმუშავა კრის ბუთმა, BBC მოსკოვისა და BBC ბაღდადის ბიუროების ყოფილმა უფროსმა.

ომის გაშუქების კურსი მიმოიხილავს ომის გაშუქების ეთიკურ მხარეს და ასწავლის, როგორ შეუძლიათ რეპორტიორებს, გააუმჯობესონ გაშუქების ხარისხი და მინიმუმამდე დაიყვანონ სხვებისა და საკუთარი თავების დაშავების რისკი. 

რისკის შეფასების კურსი ასწავლის, როგორ უნდა შეაფასო რისკები მაშინ, როცა შენი ახალი ამბების განყოფილების თანამშრომლები მტრულ გარემოში მუშაობენ და სამხედრო კონფლიქტებსა თუ ომებს აშუქებენ.

მართვის კომპლექტის კურსი განკუთვნილია ახალი ამბების განყოფილების ლიდერებისთვის, რომლებიც აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნებში მუშაობენ. კურსის მიზანი დამოუკიდებელი მედიაორგანიზაციების ახალი ამბების განყოფილებების რედაქტორების გამოწვრთნაა. კერძოდ, ის მათ ასწავლის ახალი ამბების მართვის საფუძვლებსა და შეძენილი ცოდნის პრაქტიკაში გამოყენების გზებს. კურსი შეიმუშავეს ზოი პორტერმა, ახალი ამბების დამოუკიდებელმა კონსულტანტმა და ნატალია მუმლაძემ, „პალიტრა მედიის“ ახალი ამბების განყოფილების დირექტორმა. 

ასევე ხელმისაწვდომია კურსი სარედაქციო სახელმძღვანელო პრინციპებზე, რომელიც შეიმუშავა მირანდა ჰარსტმა, ჟურნალისტიკის ლექტორმა ედინბურგის ნეიპირის უნივერსიტეტიდან. კურსი დეტალურად ხსნის, რატომაა მნიშვნელოვანი სარედაქციო სახელმძღვანელო პრინციპების დაცვა რედაქტორებისთვის, რომლებიც ახალი ამბების განყოფილებებს უძღვებიან.

კურსები განთავსებულია EU NEIGHBOURS east პროგრამის ვებსაიტის სპეციალურ, მედიის გვერდზე, სადაც ასევე თავმოყრილია ინფორმაცია მედიაპროფესიონალებისთვის ხელმისაწვდომ სხვა შესაძლებლობებზე, მათ შორის ტრენინგებზე, დაფინანსებებსა და გრანტებზე. აქვე შეგიძლიათ გაეცნოთ უახლეს ცნობებსა და ისტორიებს, ევროკავშირის მიერ დაფინანსებულ მედიის მხარდასაჭერ პროექტებს, მედიის კვლევებსა და ანგარიშებს. 



ყველაზე წაკითხული


თემაზე

ივლისი 3, 2026

ირლანდია ევროკავშირის საბჭოს თავმჯდომარეობის მიღებისას უკრაინასა და სხვა კანდიდატ ქვეყნებს მხარდაჭერას აღუთქვამს

ივნისი 16, 2026

ახალგაზრდა ევროპელი ელჩები ურთიერთობების, შთაგონების და ცვლილების ათწლეულს აღნიშნავენ

ივნისი 12, 2026

ევროკომისია ევროკავშირის ინოვაციების პლატფორმას აამოქმედებს

მაისი 8, 2026

ევროპის პოლიტიკური საზოგადოება ერევანში: „ეს სამიტი სამუდამოდ დარჩება მეხსიერებაში, როგორც მშვიდობის სამიტი კავკასიაში“,  ანტონიუ კოშტა

აპრილი 30, 2026

ევროკავშირი აქვეყნებს განმარტებით დოკუმენტს შესვლა-გასვლის სისტემასა (EES) და ევროპაში მოგზაურობის შესახებ ინფორმაციისა და ავტორიზაციის სისტემას (ETIAS) შორის არსებული ძირითადი განსხვავებების შესახებ: რა უნდა იცოდნენ მგზავრებმა


გაინტერესებთ უკანასკნელი ცნობები და შესაძლებლობები?

ამ ვებსაიტს მართავს ევროკავშირის მიერ დაფინანსებული აღმოსავლეთ სამეზობლოს რეგიონული საკომუნიკაციო პროგრამა (EU NEIGHBOURS east). პროგრამა ავსებს და მხარს უჭერს ევროკავშირის წარმომადგენლობების კომუნიკაციას აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნებში და მოქმედებს ევროკომისიის გაფართოებისა და აღმოსავლეთ სამეზობლოს საკითხებში გენერალური დირექტორატის (DG ENEST) და ევროპის საგარეო ქმედებათა სამსახურის ხელმძღვანელობით. EU NEIGHBOURS east პროგრამას ახორციელებს GOPA PACE-ის ხელმძღვანელობით მოქმედი კონსორციუმი.


ინფორმაცია ამ ვებგვერდზე რეგულირდება პასუხისმგებლობის შეზღუდვის და პერსონალურ მონაცემთა დაცვის დებულებებით. © European Union,