მიმდინარე კვირაში ბრიუსელში გამართულ ევროპის ინოვაციების სამიტზე ამოქმედდა ევროკავშირის ახალი პლატფორმა, რომელიც მთელი ევროპის მასშტაბით ინოვატორებისა და სტარტაპების მხარდასაჭერად არის შექმნილი.
ევროკომისიის კვლევისა და ინოვაციების გენერალური დირექტორატის მიერ შემუშავებული ევროკავშირის ინოვაციების პლატფორმა ცენტრალური საწყისი პუნქტის ფუნქციას შეასრულებს ინოვატორებისთვის, რომლებიც საკუთარი იდეების ბაზარზე გასატანად მხარდამჭერებს ეძებენ.
ევროკომისიის სტარტაპებისა და მასშტაბირების სტრატეგიის კონტექსტში შემუშავებული ევროკავშირის ინოვაციების პლატფორმა, რომლის მიზანია მოახდინოს ევროკავშირის ინოვაციების არსებული სერვისებისა და ინსტრუმენტების ოპტიმიზაცია, ამასთანავე ხელს უწყობს უკეთ დაკავშირებული ევროპული ინოვაციური ეკოსისტემის შექმნის უფრო ფართო ამბიციას. ის ცდილობს ერთ ადგილზე მოუყაროს თავი რესურსებს უფრო ოპტიმიზებული და მომხმარებლისთვის მოსახერხებელი მიდგომის საშუალებით.
ევროკომისიის ინოვაციების პლატფორმის მთავარი მახასიათებელია ინტელექტუალური რეკომენდაციების სისტემა, რომელიც დაფუძნებულია ევროკავშირის ინოვაციების საჭიროებებზე, სამოქმედო სექტორზე, გეოგრაფიულ მდებარეობასა და სიმწიფის დონეზე. პლატფორმა რეგისტრირებულ მომხმარებლებს შესაბამის ხელმისაწვდომ სერვისებთან, სიახლეებთან, ღონისძიებებთან ან დაფინანსების შესაძლებლობებთან აკავშირებს.
დღესდღეობით ევროკავშირის ინოვაციების პლატფორმის სამიზნე ჯგუფს წარმოადგენენ ევროკავშირის მიერ დაფინანსებული ინოვატორები, რომლებმაც უკვე ისარგებლეს ევროკავშირის დაფინანსებით. მომდევნო თვეებში პლატფორმა ევროკავშირის ინოვატორებს, ბიზნეს-საკონსულტაციო მომსახურების წარმომადგენლებს, ინვესტორებს, კორპორაციებსა და სხვა მომხმარებლებსაც მოემსახურება.
ახალმა პლატფორმამ უკვე გამოაცხადა საუკეთესო პრაქტიკის პირველი კონკურსი, რომლის ამოცანაა წვდომის პირობების გაუმჯობესება კვლევისა და ტექნოლოგიური ინფრასტრუქტურის ევროპული სტრატეგიის (RTI) და სტარტაპებისა და მასშტაბირების სტრატეგიის სამრეწველო მომხმარებლებისთვის. აღნიშნულის მიზანია ზოგიერთი საუკეთესო პრაქტიკული მაგალითის განსაზღვრა, რომელიც ხელს შეუწყობს ევროპის ინოვაციური პოტენციალის, სამრეწველო კონკურენტუნარიანობის და ტექნოლოგიების ათვისების გაუმჯობესებას. კონკურსში მონაწილეობა შეუძლიათ კვლევისა და ტექნოლოგიური ინფრასტრუქტურის მასპინძელ ორგანიზაციებს ან ოპერატორებს, რომლებიც საქმიანობენ ევროკავშირში ან ევროკავშირის კვლევისა და ტექნოლოგიური ინფრასტრუქტურის ჩარჩო-პროგრამასთან „ჰორიზონტი ევროპა“ ასოცირებულ ქვეყნებში, მათ შორის სომხეთში, საქართველოში, მოლდოვასა და უკრაინაში.
დამატებითი ინფორმაცია





სხვა საინფორმაციო კამპანიები:
გაინტერესებთ უკანასკნელი ცნობები და შესაძლებლობები?
ამ ვებსაიტს მართავს ევროკავშირის მიერ დაფინანსებული აღმოსავლეთ სამეზობლოს რეგიონული საკომუნიკაციო პროგრამა (EU NEIGHBOURS east). პროგრამა ავსებს და მხარს უჭერს ევროკავშირის წარმომადგენლობების კომუნიკაციას აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნებში და მოქმედებს ევროკომისიის გაფართოებისა და აღმოსავლეთ სამეზობლოს საკითხებში გენერალური დირექტორატის (DG ENEST) და ევროპის საგარეო ქმედებათა სამსახურის ხელმძღვანელობით. EU NEIGHBOURS east პროგრამას ახორციელებს GOPA PACE-ის ხელმძღვანელობით მოქმედი კონსორციუმი.
ინფორმაცია ამ ვებგვერდზე რეგულირდება პასუხისმგებლობის შეზღუდვის და პერსონალურ მონაცემთა დაცვის დებულებებით. © European Union,