მიმდინარე წელს ევროკავშირი ცვლის საზღვრის მართვის წესებს და ნერგავს ორ ახალ სისტემას: შესვლა-გასვლის სისტემას (EES) და ევროპის მოგზაურობის ინფორმაციისა და ავტორიზაციის სისტემას (ETIAS).
EES შენგენის ყველა ქვეყანაში სრულად 2026 წლის 10 აპრილიდან ამოქმედდა.
ETIAS-ის ამოქმედება 2026 წლის ბოლო კვარტალშია დაგეგმილი. ETIAS-ის ზუსტი დაწყების თარიღი ოფიციალურად მიმდინარე წელს ბოლომდე გახდება ცნობილი.
ორივე სისტემა ახდენს ევროკავშირის სასაზღვრო შემოწმების მოდერნიზაციას და ციფრულად გარდაქმნას, მაგრამ ისინი სხვადასხვაგვარ გავლენას ახდენს ევროკავშირში სხვა ქვეყნებიდან შემოსულ მგზავრებზე.
ევროკავშირის ფარგლებს გარეთ მყოფი მგზავრების ინფორმირების მიზნით ამ ორ (EES და ETIAS) სისტემას შორის არსებული განსხვავებების თაობაზე, ასევე იმის შესახებ, თუ რა მოეთხოვებათ მგზავრებს მოგზაურობამდე და მოგზაურობის დროს, ევროკომისიის მიგრაციისა და შინაგან საქმეთა გენერალურმა დირექტორატმა გამოაქვეყნა სპეციალური სტატია, რომელიც დეტალურ ინფორმაციას და მაგალითებს შეიცავს.
EES ცვლის სასაზღვრო პროცედურებს ყველასთვის, ვინც ევროკავშირის მოქალაქე არ არის და მოკლევადიანი ვიზიტით (90 დღემდე 180-დღიანი პერიოდის განმავლობაში) მოგზაურობს შენგენის ზონის 29 ევროპულ ქვეყანაში: გარე საზღვრებზე ყველას, ვინც ევროკავშირის მოქალაქე არ არის, ახლა ბიომეტრიული მონაცემების რეგისტრაცია მოუწევს.
ETIAS შეცვლის უვიზო რეჟიმის მქონე მოქალაქეების შენგენის ზონასა და კვიპროსში – სულ 30 ევროპულ ქვეყანაში – მოკლევადიანი ვიზიტით მგზავრობის წესს. მოგზაურობის დაწყებამდე მგზავრებმა ონლაინ განაცხადი უნდა შეიტანონ ETIAS-ის სამოგზაურო ავტორიზაციისთვის ETIAS-ის ოფიციალური ვებსაიტის ან ETIAS-ის მობილური აპლიკაციის საშუალებით. ეს ხელს უწყობს მესამე მხარის იმ თაღლითური საიტებიდან თავის დაღწევას, რომლებმაც შესაძლოა დამატებითი საფასური დააწესონ ან ბოროტად გამოიყენონ პერსონალური მონაცემები.
დამატებითი ინფორმაცია





სხვა საინფორმაციო კამპანიები:
გაინტერესებთ უკანასკნელი ცნობები და შესაძლებლობები?
ამ ვებსაიტს მართავს ევროკავშირის მიერ დაფინანსებული აღმოსავლეთ სამეზობლოს რეგიონული საკომუნიკაციო პროგრამა (EU NEIGHBOURS east). პროგრამა ავსებს და მხარს უჭერს ევროკავშირის წარმომადგენლობების კომუნიკაციას აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნებში და მოქმედებს ევროკომისიის გაფართოებისა და აღმოსავლეთ სამეზობლოს საკითხებში გენერალური დირექტორატის (DG ENEST) და ევროპის საგარეო ქმედებათა სამსახურის ხელმძღვანელობით. EU NEIGHBOURS east პროგრამას ახორციელებს GOPA PACE-ის ხელმძღვანელობით მოქმედი კონსორციუმი.
ინფორმაცია ამ ვებგვერდზე რეგულირდება პასუხისმგებლობის შეზღუდვის და პერსონალურ მონაცემთა დაცვის დებულებებით. © European Union,