„ჩვენ მარტო არ ვართ“ — ევროკავშირი და ჯანმო აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნებს COVID-19-ის წინააღმდეგ ბრძოლაში ეხმარებიან
დეკემბერი 15, 2021

„ჩვენ მარტო არ ვართ“ — ევროკავშირი და ჯანმო აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნებს COVID-19-ის წინააღმდეგ ბრძოლაში ეხმარებიან


„ჩვენ ვგრძნობთ, რომ არ ვართ მარტო და რომ საჭიროების დროს დახმარების ხელს ყოველთვის გვიწვდიან“, – მოლდოველი ჯანდაცვის მუშაკის ეს ფრაზა აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნებში მცხოვრები ათასობით ადამიანის გამოცდილებას ასახავს. ეს ის ადამიანები არიან, რომელთა ცხოვრებაზეც უშუალო გავლენა მოახდინა ევროკავშირის და ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის სოლიდარობამ. ევროკავშირმა 2.5 მილიარდ ევროზე მეტი გამოყო, რათა ჯანმოსთან ერთად მხარი დაეჭირა აზერბაიჯანის, ბელარუსის, მოლდოვის, საქართველოს, სომხეთისა და უკრაინის ძალისხმევას კორონავირუსით გამოწვეული ჯანდაცვის კრიზისის დაძლევისა და სოციალურ-ეკონომიკური აღდგენის საქმეში.  

https://twitter.com/WHO_Europe/status/1470710659247603712?s=20

ევროკავშირისა და ჯანმოსთვის სოლიდარობა ეს არის თანამშრომლობა, რომლის მიზანიც COVID-19-თან ბრძოლის წინა ხაზზე მომუშავე ადამიანების უსაფრთხოების უზრუნველყოფაა. ინიციატივის, სოლიდარობა ჯანმრთელობისთვის, ფარგლებში ჯანდაცვის მუშაკებს მიეწოდათ პერსონალური დაცვის საშუალებების 13 მილიონი ერთეული და სხვა აუცილებელი აღჭურვილობა. მათ ასევე ჩაუტარდათ ტრენინგი იმ პაციენტების დასახმარებლად, რომელთაც COVID-19 გადაიტანეს. 

გარდა ამისა, სოლიდარობა COVID-19-ის საწინააღმდეგო ვაქცინაციის პროცესის მხარდაჭერასაც მოიაზრებს. ევროკავშირი და ჯანმო ქვეყნებს გადასცემენ ვაქცინების შესანახად განკუთვნილ ცივ ყუთებს და მაცივრებს, ტრენინგს უტარებენ ჯანდაცვის მუშაკებს და მხარს უჭერენ ვაქცინაციის სარგებლიანობის წარმომჩენ საინფორმაციო კამპანიებს. მაგალითად, ევროკავშირმა და ჯანმომ უკრაინას სოფლად მცხოვრები მოქალაქეების ვაქცინაციის პუნქტებამდე ტრანსპორტირებისთვის ავტობუსები გადასცეს. ამ გზით COVID-19-ის საწინააღმდეგო ვაქცინები ხელმისაწვდომი გახდა შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირებისთვის, ცენტრალური დასახლებებიდან მოშორებით მცხოვრებთათვის და ხანდაზმულებისთვის. საქართველოში კი ვაქცინაციის მხარდასაჭერად ევროკავშირმა და ჯანმომ ვაქცინაციის წახალისების პროცესში 900 საზოგადოებრივი მოღვაწე — მათ შორის, 400 სასულიერო პირი ჩართეს. 

ევროკავშირის მხარდაჭერა ვაქცინების გაზიარებაშიც გამოიხატება. კერძოდ, 2021 წლის ნოემბრის შუა რიცხვებამდე ევროკავშირის აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნებმა ვაქცინის 10 მილიონზე მეტი დოზა COVAX პლატფორმის ან უშუალოდ ევროკავშირის სამოქალაქო დაცვის მექანიზმის საშუალებით მიიღეს. მიმდინარე კვირაში ევროკავშირმა პოლონეთთან დადებული ახალი, 35 მილიონი ევროს მოცულობის იმ შეთანხმების შესახებაც განაცხადა, რომელიც ევროკავშირის სახელმწიფოებს აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნებისთვის ვაქცინების გადაცემის პროცესს გაუადვილებს.

ამავე დროს, ევროკავშირი მხარს უჭერს სოციალურ და ეკონომიკურ აღდგენას. ამ მიზნით გამოყოფილი ასობით მილიონი ევროს საშუალებით მცირე და საშუალო საწარმოებს კრედიტებზე წვდომა უმარტივდებათ, რაც მათ აძლევს საშუალებას, განავითარონ ბიზნესი და თავი დააღწიონ კრიზისულ პერიოდს. მოსახლეობის სოციალურად ყველაზე დაუცველ ჯგუფებს კი ევროკავშირი ისეთი ქმედებებით ეხმარება, როგორებიცაა ადგილობრივი სკოლების და დისტანციური სწავლების მხარდაჭერა, უმუშევრად დარჩენილი ქალების დახმარება და ხანდაზმული და შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირების სურსათით უზრუნველყოფა.

გაიგეთ მეტი ქმედითი სოლიდარობის და იმ დახმარების შესახებ, რომელსაც ევროკავშირის და ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაცია აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნებში COVID-19-ით გამოწვეული პრობლემების მოსაგვარებლად ეწევიან:

პასუხები თქვენს ყველა კითხვაზე:

ყველაფერი, რაც COVID-19-ის პანდემიის პერიოდში ვაქცინაციის შესახებ უნდა იცოდეთ

COVID-19-თან გასამკლავებელი მხარდაჭერა: როგორ ეხმარება ევროკავშირი პანდემიასთან ბრძოლას

რეგიონული ინფოგრაფიკები:

ევროკავშირის პასუხი კორონავირუსის პანდემიაზე აღმოსავლეთ პარტნიორობის რეგიონში

სოლიდარობა ჯანმრთელობისთვის: COVID-19-ზე პასუხის მხარდაჭერა და აღმოსავლეთ პარტნიორობის რეგიონის დახმარება ვაქცინებით უზრუნველყოფასა და ვაქცინაციაში

ინფოგრაფიკები ქვეყნების მიხედვით:

აზერბაიჯანი: ინიციატივა სოლიდარობა ჯანმრთელობისთვის – ინფოგრაფიკა

ბელარუსი: ინიციატივა სოლიდარობა ჯანმრთელობისთვის – ინფოგრაფიკა

მოლდოვა: ინიციატივა სოლიდარობა ჯანმრთელობისთვის – ინფოგრაფიკა

საქართველო: ინიციატივა სოლიდარობა ჯანმრთელობისთვის – ინფოგრაფიკა

სომხეთი: ინიციატივა სოლიდარობა ჯანმრთელობისთვის – ინფოგრაფიკა

უკრაინა: ინიციატივა სოლიდარობა ჯანმრთელობისთვის – ინფოგრაფიკა

ვებსაიტები:

ევროპის გუნდის პასუხი COVID-19-ზე

ევროკომისიის მიერ COVID-19-ის პანდემიაზე ევროპის საერთო პასუხის კოორდინაცია

ჯანმოს ევროპის რეგიონული ოფისის ვებსაიტი COVID-19-ზე 

ჯანმოს ევროპის რეგიონული ოფისის ვებსაიტი COVID-19-ის საწინააღმდეგო ვაქცინებსა და ვაქცინაციაზე

COVAX

ევროკავშირის სამოქალაქო დაცვის მექანიზმი



ყველაზე წაკითხული


თემაზე

აპრილი 19, 2024

ევროკავშირი, გაერო და ავსტრია საქართველოში ჰაერის ხარისხის გასაუმჯობესებლად ახალ პროექტს იწყებენ

აპრილი 18, 2024

ევროკავშირი უცხოური გავლენის შესახებ კანონს „ევროკავშირის ნორმებთან და ღირებულებებთან შეუთავსებელს“ უწოდებს

აპრილი 16, 2024

არა, დრო რუსეთის მხარეს არაა: ბორელი ომისა და ევროკავშირის სანქციების შედეგად რუსეთის ეკონომიკის დასუსტებას აღწერს

აპრილი 12, 2024

ევროკავშირის პოლიტიკის და უსაფრთხოების კომიტეტის წევრები საქართველოს სამუშაო ვიზიტით ეწვივნენ

აპრილი 12, 2024

ევროკავშირი და გერმანია აჭარაში წყალმომარაგებისა და წყალარინების სისტემების განახლებას უჭერენ მხარს


გაინტერესებთ უკანასკნელი ცნობები და შესაძლებლობები?

ამ ვებსაიტს მართავს ევროკავშირის მიერ დაფინანსებული აღმოსავლეთ სამეზობლოს რეგიონული საკომუნიკაციო პროგრამა („EU NEIGHBOURS east“) 2020-2024. ეს პროგრამა ავსებს და მხარს უჭერს ევროკავშირის წარმომადგენლობების კომუნიკაციას აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნებში; ის მოქმედებს სამეზობლო პოლიტიკის და გაფართოებაზე მოლაპარაკებების საკითხებში ევროკომისიის გენერალური დირექტორატის და ევროპული საგარეო ქმედებათა სამსახურის ხელმძღვანელობით. პროგრამას ახორციელებს კომპანიის GOPA PACE კონსორციუმი.


ინფორმაცია ამ ვებგვერდზე რეგულირდება პასუხისმგებლობის შეზღუდვის და პერსონალურ მონაცემთა დაცვის დებულებებით. © European Union,