ბრიუსელში ევროკავშირისა და აღმოსავლეთ პარტნიორობის საგარეო საქმეთა მინისტრების შეხვედრა გაიმართა 
EU
დეკემბერი 13, 2023

ბრიუსელში ევროკავშირისა და აღმოსავლეთ პარტნიორობის საგარეო საქმეთა მინისტრების შეხვედრა გაიმართა 


11 დეკემბერს ბრიუსელში ევროკავშირის წევრი ქვეყნების საგარეო საქმეთა მინისტრები აღმოსავლეთ პარტნიორობის ხუთი ქვეყნის — აზერბაიჯანის, მოლდოვის რესპუბლიკის, საქართველოს, სომხეთისა და უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრებს შეხვდნენ. 

მინისტერიალს საგარეო საქმეთა და უსაფრთხოების პოლიტიკის საკითხებში  ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენელი, ჯოზეფ ბორელი უძღვებოდა. შეხვედრას ასევე ესწრებოდა ევროკომისარი სამეზობლო პოლიტიკისა და გაფართოებაზე მოლაპარაკებების საკითხებში, ოლივერ ვარჰეი.

მინისტერიალის მონაწილეებმა აღმოსავლეთ პარტნიორობის ფარგლებში მიღწეული შედეგები და სამომავლო რეკომენდაციები განიხილეს. 

მინისტრებმა ასევე ისაუბრეს იმაზე, თუ რა უნდა იყოს ერთობლივი საქმიანობის ძირითადი პრიორიტეტები 2024 წელს, როგორ უნდა დაჩქარდეს  აღმოსავლეთ პარტნიორობისთვის განსაზღვრული ეკონომიკური და საინვესტიციო გეგმების განხორციელება და როგორ უნდა გაუმჯობესდეს თანამშრომლობა  ცენტრალური აზიისა და დასავლეთ ბალკანეთის მსგავს რეგიონებთან და „შავი ზღვის სინერგიის“ მსგავს სხვა რეგიონულ ინიციატივებთან. 

შეხვედრაზე ყურადღება მიექცა ისეთ სფეროებს, როგორიცაა ტრანსპორტი, ენერგეტიკა, მწვანე და ციფრული გარდაქმნა, ადამიანის უფლებები, სამოქალაქო საზოგადოება, კანონის უზენაესობა და უსაფრთხოების საკითხები.

მინისტრებმა აღნიშნეს, რომ მხარს დაუჭერენ 2024 წლისთვის დათქმული შედეგების მიღწევას რეგიონული როუმინგის, საგზაო უსაფრთხოებისა თუ ტრანსპორტის მიმართულებებით.

„ევროკავშირი, წევრი სახელმწიფოები და პარტნიორები მეტი ძალისხმევით გააგრძელებენ აღმოსავლეთ პარტნიორობის ‘აღდგენის, გამძლეობის და რეფორმების’ განახლებული დღის წესრიგის შესრულებას და იმ გამოწვევების დაძლევას, რომელიც უკრაინის წინააღმდეგ რუსეთის ომს მოაქვს მთელი რეგიონისთვის“, აღნიშნულია ევროპის კავშირის საბჭოს პრესრელიზში. 

მინისტრებს სიტყვით აღმოსავლეთ პარტნიორობის სამოქალაქო საზოგადოების ფორუმმაც მიმართა.

დამატებითი ინფორმაცია

პრესრელიზი



ყველაზე წაკითხული


თემაზე

ივლისი 3, 2026

ირლანდია ევროკავშირის საბჭოს თავმჯდომარეობის მიღებისას უკრაინასა და სხვა კანდიდატ ქვეყნებს მხარდაჭერას აღუთქვამს

ივნისი 29, 2026

ევროკავშირისა და UNDP-ის ხელშეწყობით, საქართველოს მცირე და საშუალო ბიზნესი საერთაშორისო ბაზრებს ითვისებს

ივნისი 26, 2026

მამის დღე საქართველოში: UNFPA და ევროკავშირი ახალბედა მამებისთვის წიგნს წარმოადგენენ

ივნისი 16, 2026

ახალგაზრდა ევროპელი ელჩები ურთიერთობების, შთაგონების და ცვლილების ათწლეულს აღნიშნავენ

ივნისი 12, 2026

ევროკავშირის ინიციატივა, „საქართველო მწვანე მომავლისკენ“, 14 ივნისს თბილისში „შეკეთებისა და ხელახლა გამოყენების დღეს“ მართავს


გაინტერესებთ უკანასკნელი ცნობები და შესაძლებლობები?

ამ ვებსაიტს მართავს ევროკავშირის მიერ დაფინანსებული აღმოსავლეთ სამეზობლოს რეგიონული საკომუნიკაციო პროგრამა (EU NEIGHBOURS east). პროგრამა ავსებს და მხარს უჭერს ევროკავშირის წარმომადგენლობების კომუნიკაციას აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნებში და მოქმედებს ევროკომისიის გაფართოებისა და აღმოსავლეთ სამეზობლოს საკითხებში გენერალური დირექტორატის (DG ENEST) და ევროპის საგარეო ქმედებათა სამსახურის ხელმძღვანელობით. EU NEIGHBOURS east პროგრამას ახორციელებს GOPA PACE-ის ხელმძღვანელობით მოქმედი კონსორციუმი.


ინფორმაცია ამ ვებგვერდზე რეგულირდება პასუხისმგებლობის შეზღუდვის და პერსონალურ მონაცემთა დაცვის დებულებებით. © European Union,