აღმოსავლეთ პარტნიორობის სამოქალაქო საზოგადოების ფორუმი საქართველოსთვის კანდიდატის სტატუსის მინიჭებას უჭერს მხარს
დეკემბერი 11, 2023

აღმოსავლეთ პარტნიორობის სამოქალაქო საზოგადოების ფორუმი საქართველოსთვის კანდიდატის სტატუსის მინიჭებას უჭერს მხარს


აღმოსავლეთ პარტნიორობის სამოქალაქო საზოგადოების ფორუმის (EaP CSF) ხელმძღვანელი კომიტეტი, ევროკომისიის 2023 წლის გაფართოების პაკეტზე დაყრდნობით, ევროპულ საბჭოს თხოვნით მიმართავს. კერძოდ, ის საბჭოს მოუწოდებს, თავის მომდევნო, 14-15 დეკემბრის შეხვედრაზე მიიღოს  მოლდოვასა და უკრაინასთან  გაწევრიანების მოლაპარაკებების დაწყებისა და  საქართველოსთვის კანდიდატის სტატუსის მინიჭების გადაწყვეტილება. 

7 დეკემბერს გამოქვეყნებულ განცხადებაში EaP CSF აღნიშნავს, რომ გაფართოების პაკეტი უკრაინას, მოლდოვასა და საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანებისკენ გზას უკვალავს. „ახლანდელი ტემპი უნდა შენარჩუნდეს და გადაიდგას ნაბიჯები აღმოსავლეთ პარტნიორობის რეგიონში მომდევნო წარმატებული რეფორმების გატარებისთვის ოპტიმალური პირობების შესაქმნელად“, — წერია განცხადებაში, — „უკრაინის, მოლდოვისა და საქართველოს მოქალაქეები იმედით უყურებენ ევროპული საბჭოს მომავალ გადაწყვეტილებას, დაამტკიცოს და დააჩქაროს მათი ქვეყნების ევროკავშირში გაწევრიანების პროცესი“.

ფორუმი ასევე მოუწოდებს ევროკავშირსა და მის წევრ სახელმწიფოებს, მოამარაგოს სამივე ქვეყანა მძლავრი პოლიტიკური და ფინანსური მხარდაჭერით, რომელიც „სანდო და მნიშვნელოვანი რეფორმების გასატარებლად და დასასრულებლად“ არის საჭირო. განცხადებისვე თანახმად, ქვეყნები ევროკავშირთან ეკონომიკური ინტეგრაციითა და სამართლებრივი ჰარმონიზაციით მნიშვნელოვან სარგებელს მიიღებენ.

EaP CSF აღმოსავლეთ პარტნიორობის რეგიონსა და ევროკავშირში მოქმედი არასამთავრობო ორგანიზაციების უდიდესი ქოლგა ორგანიზაციაა. ის აღმოსავლეთ პარტნიორობის ექვს ქვეყანაში (აზერბაიჯანში, ბელარუსში, მოლდოვაში, საქართველოში, სომხეთსა და უკრაინაში) ევროპული ინტეგრაციის, რეფორმების მხარდაჭერისა და დემოკრატიული ტრანსფორმაციის ხელშესაწყობად 1,000-ზე მეტ ორგანიზაციასთან თანამშრომლობს. 

დამატებითი ინფორმაცია 

პრესრელიზი



ყველაზე წაკითხული


თემაზე

აპრილი 19, 2024

ევროკავშირი, გაერო და ავსტრია საქართველოში ჰაერის ხარისხის გასაუმჯობესებლად ახალ პროექტს იწყებენ

აპრილი 18, 2024

ევროკავშირი უცხოური გავლენის შესახებ კანონს „ევროკავშირის ნორმებთან და ღირებულებებთან შეუთავსებელს“ უწოდებს

აპრილი 16, 2024

არა, დრო რუსეთის მხარეს არაა: ბორელი ომისა და ევროკავშირის სანქციების შედეგად რუსეთის ეკონომიკის დასუსტებას აღწერს

აპრილი 12, 2024

ევროკავშირის პოლიტიკის და უსაფრთხოების კომიტეტის წევრები საქართველოს სამუშაო ვიზიტით ეწვივნენ

აპრილი 12, 2024

ევროკავშირი და გერმანია აჭარაში წყალმომარაგებისა და წყალარინების სისტემების განახლებას უჭერენ მხარს


გაინტერესებთ უკანასკნელი ცნობები და შესაძლებლობები?

ამ ვებსაიტს მართავს ევროკავშირის მიერ დაფინანსებული აღმოსავლეთ სამეზობლოს რეგიონული საკომუნიკაციო პროგრამა („EU NEIGHBOURS east“) 2020-2024. ეს პროგრამა ავსებს და მხარს უჭერს ევროკავშირის წარმომადგენლობების კომუნიკაციას აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნებში; ის მოქმედებს სამეზობლო პოლიტიკის და გაფართოებაზე მოლაპარაკებების საკითხებში ევროკომისიის გენერალური დირექტორატის და ევროპული საგარეო ქმედებათა სამსახურის ხელმძღვანელობით. პროგრამას ახორციელებს კომპანიის GOPA PACE კონსორციუმი.


ინფორმაცია ამ ვებგვერდზე რეგულირდება პასუხისმგებლობის შეზღუდვის და პერსონალურ მონაცემთა დაცვის დებულებებით. © European Union,