ევროკავშირმა მასწავლებლის საერთაშორისო დღის აღსანიშნავად ევროკავშირსა და მის ფარგლებს გარეთ მომუშავე მასწავლებლებისთვის ახალი ონლაინ ინსტრუმენტი აამოქმედა. მისი მეშვეობით, მასწავლებლებს შეეძლებათ გააანალიზონ, როგორ იყენებენ ციფრულ ტექნოლოგიებს სწავლების პროცესში.
ინსტრუმენტის, „SELFIEforTEACHERS“ გამოყენებისას მასწავლებლები რიგ კითხვებს გასცემენ პასუხს, რაც მათ საკუთარი ციფრული კომპეტენციების შეფასებაში დაეხმარება. ამ გზით ასევე განისაზღვრება, ესაჭიროებათ თუ არა მათ დამატებითი ტრენინგი და მხარდაჭერა.
მასწავლებლებს ინსტრუმენტის გამოყენება შეეძლებათ როგორც ინდივიდუალურად, ასევე გუნდურად — სკოლის, რეგიონის ან ქვეყნის მასშტაბით. აღნიშნული დაეხმარება დაგეგმვის პროცესს სკოლებში, სასკოლო ქსელებში, მასწავლებელთა საგანმანათლებლო დაწესებულებებში და განათლების სისტემის ადგილობრივ ორგანიზაციებში.
ინსტრუმენტი ხელმისაწვდომია ინგლისურ, ფრანგულ, გერმანულ და სლოვენიურ ენებზე, მომდევნო რამდენიმე კვირაში კი მათ ევროკავშირის ყველა ოფიციალური ენა დაემატება. ინსტრუმენტის, SELFIEforTEACHERS კითხვებზე გაცემული ყველა პასუხი ანონიმურია, ხოლო პერსონალური მონაცემები არავისთან არ ზიარდება.
დამატებითი ინფორმაცია
სხვა საინფორმაციო კამპანიები:
გაინტერესებთ უკანასკნელი ცნობები და შესაძლებლობები?
ამ ვებსაიტს მართავს ევროკავშირის მიერ დაფინანსებული აღმოსავლეთ სამეზობლოს რეგიონული საკომუნიკაციო პროგრამა („EU NEIGHBOURS east“) 2020-2024. ეს პროგრამა ავსებს და მხარს უჭერს ევროკავშირის წარმომადგენლობების კომუნიკაციას აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნებში; ის მოქმედებს სამეზობლო პოლიტიკის და გაფართოებაზე მოლაპარაკებების საკითხებში ევროკომისიის გენერალური დირექტორატის და ევროპული საგარეო ქმედებათა სამსახურის ხელმძღვანელობით. პროგრამას ახორციელებს კომპანიის B&S ევროპის კონსორციუმი.
ინფორმაცია ამ ვებგვერდზე რეგულირდება პასუხისმგებლობის შეზღუდვის და პერსონალურ მონაცემთა დაცვის დებულებებით. © European Union,
აზერბაიჯანში, ბელარუსში, მოლდოვაში, საქართველოში, სომხეთსა და უკრაინაში