გრანტები სოციალურად დაუცველი ჯგუფების დასაქმების შესაძლებლობების გასაუმჯობესებლად
თებერვალი 4, 2022

გრანტები სოციალურად დაუცველი ჯგუფების დასაქმების შესაძლებლობების გასაუმჯობესებლად


ინოვაციებისა და ცვლილებების ინსტიტუტი დასაქმების წასახალისებლად გურიის, აჭარის და სამეგრელოს რეგიონებში მოქმედი სტარტაპებისთვის საგრანტო კონკურსს იწყებს. კონკურსი ევროკავშირის მიერ დაფინანსებული პროექტის, „უნარები დასაქმებისა და თანამშრომლობისთვის — პერსპექტივები საქართველოს რეგიონებისთვის” (SECTORs), ფარგლებში ცხადდება.

პროექტის მიზანია სოციალურად დაუცველი ჯგუფების დასაქმების შესაძლებლობების გაუმჯობესება. ამის მიღწევის გზად კი სექტორთაშორისი პარტნიორობის და სამეწარმეო განათლების წახალისება და ინოვაციური მეთოდების დანერგვაა დასახული. ეს ყველაფერი, თავის მხრივ, პროექტში ჩართული რეგიონების ეკონომიკურ განვითარებას უწყობს ხელს. 

კონკურსში მონაწილეობა შეუძლიათ 35 წლის ასაკამდე ახალგაზრდებს არასრული საშუალო, საშუალო ან უმაღლესი განათლებით დაბალი შემოსავლის მქონე ოჯახებიდან; ეკონომიკური და სოციალური პრობლემების მქონე ნებისმიერი ასაკის ქალებს; შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირებს; იძულებით გადაადგილებულ პირებს; და მათ, ვინც სამუშაო და შემოსავალი პანდემიის შედეგად დაკარგეს.

საგრანტო კონკურსის დაფინანსება 500-დან 5,000-მდე ევროს შეადგენს. ამასთან, აპლიკანტის წილი პროექტის მთლიანი ბიუჯეტის მინიმუმ 10% უნდა იყოს.

განაცხადების შეტანის ბოლოო ვადაა 25 თებერვალი.

დამატებითი ინფორმაცია 

პრესრელიზი

შესაძლებლობის ტიპი



ყველაზე წაკითხული


თემაზე

აპრილი 28, 2024

ევროკავშირის მარი სკლოდოვსკა-კიურის აქტივობების ფარგლებში პოსტდოქტორანტურის სტიპენდიებისთვის 417 მილიონი ევრო გამოიყო

აპრილი 26, 2024

EU4Culture ხელოვნებისა და კულტურის პროფესიონალებს საგრანტო განაცხადის წერაზე ონლაინკურსს სთავაზობს 

აპრილი 25, 2024

გამოცხადდა საგრანტო კონკურსი დამწყები სოციალური საწარმოებისთვის საქართველოში

აპრილი 24, 2024

ევროკავშირის წარმომადგენლობა საქართველოში ახალგაზრდა კურსდამთავრებულებს დაფინანსებულ სტაჟირებას სთავაზობს

აპრილი 19, 2024

ICMPD მიგრაციის შესახებ საერთაშორისო საზაფხულო სკოლაში მონაწილეების მსურველებს საქართველოში იწვევს


გაინტერესებთ უკანასკნელი ცნობები და შესაძლებლობები?

ამ ვებსაიტს მართავს ევროკავშირის მიერ დაფინანსებული აღმოსავლეთ სამეზობლოს რეგიონული საკომუნიკაციო პროგრამა („EU NEIGHBOURS east“) 2020-2024. ეს პროგრამა ავსებს და მხარს უჭერს ევროკავშირის წარმომადგენლობების კომუნიკაციას აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნებში; ის მოქმედებს სამეზობლო პოლიტიკის და გაფართოებაზე მოლაპარაკებების საკითხებში ევროკომისიის გენერალური დირექტორატის და ევროპული საგარეო ქმედებათა სამსახურის ხელმძღვანელობით. პროგრამას ახორციელებს კომპანიის GOPA PACE კონსორციუმი.


ინფორმაცია ამ ვებგვერდზე რეგულირდება პასუხისმგებლობის შეზღუდვის და პერსონალურ მონაცემთა დაცვის დებულებებით. © European Union,