ონლაინფორუმი გენდერული თანასწორობის და ქალთა უფლებების და შესაძლებლობების გაფართოების საკითხებზე აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნებში
თებერვალი 3, 2022

ონლაინფორუმი გენდერული თანასწორობის და ქალთა უფლებების და შესაძლებლობების გაფართოების საკითხებზე აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნებში


პროექტი, EU4GenderEquality: რეფორმების დახმარების სამსახური, 9-10 თებერვალს ონლაინფორუმს, „გენდერული თანასწორობა და ქალთა უფლებების და შესაძლებლობების გაფართოება აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნებში: სამოქალაქო საზოგადოებრივი ორგანიზაციების როლი და თანამშრომლობის შესაძლებლობები“, გამართავს. ფორუმზე მიწვეულები არიან სამოქალაქო საზოგადოებრივი ორგანიზაციები აზერბაიჯანიდან, ბელარუსიდან, მოლდოვიდან, საქართველოდან, სომხეთიდან და უკრაინიდან.  

ევროკავშირის მიერ დაფინანსებულ  ფორუმს ასევე დაესწრებიან საერთაშორისო ორგანიზაციები, ექსპერტები, მრჩევლები გენდერის საკითხებში და აქტივისტები აღმოსავლეთ პარტნიორობის ექვსივე ქვეყნიდან. ისინი გენდერული თანასწორობის და ქალთა უფლებების და შესაძლებლობების გაფართოების ძირითად საკითხებს  განიხილავენ. ფორუმი, ამასთან, რეგიონის მასშტაბით ინფორმაციის და ცოდნის გაცვლის მიზნით კავშირების გამყარებას შეუწყობს ხელს. 

ონლაინფორუმის ფარგლებში გაიმართება სამოქალაქო საზოგადოებრივი ორგანიზაციების და ექსპერტების საპანელო დისკუსიები ისეთ საკითხებზე, როგორებიცაა ქალთა სოციალური და ეკონომიკური უფლებების გაფართოება, ქალთა მიმართ ძალადობის პრევენციისა და აღმოფხვრის სტრატეგიები და სხვა მნიშვნელოვანი თემები. 

ფორუმში მონაწილეობისთვის შეავსეთ მოკლე სარეგისტრაციო ფორმა და მიიღეთ Zoom-ის მიწვევა ფორუმის ჩატარების წინა დღეს.

დამატებითი ინფორმაცია

EU4GenderEquality: რეფორმების დახმარების სამსახური

პროექტის, EU4GenderEquality: რეფორმების დახმარების სამსახური, ინფოგრაფიკა 

დახურვის თარიღი:

თებერვალი 10, 2022

შესაძლებლობის ტიპი



ყველაზე წაკითხული


თემაზე

მაისი 3, 2024

სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციებისთვის წარმატებული საპროექტო განაცხადის შექმნაზე ვებინარი მოეწყობა

მაისი 2, 2024

შემოქმედებითი ევროპა საქართველოდან, მოლდოვიდან, სომხეთიდან და უკრაინიდან სივრცის ნოვატორებს იწვევს

აპრილი 28, 2024

ევროკავშირის მარი სკლოდოვსკა-კიურის აქტივობების ფარგლებში პოსტდოქტორანტურის სტიპენდიებისთვის 417 მილიონი ევრო გამოიყო

აპრილი 26, 2024

EU4Culture ხელოვნებისა და კულტურის პროფესიონალებს საგრანტო განაცხადის წერაზე ონლაინკურსს სთავაზობს 

აპრილი 25, 2024

გამოცხადდა საგრანტო კონკურსი დამწყები სოციალური საწარმოებისთვის საქართველოში


გაინტერესებთ უკანასკნელი ცნობები და შესაძლებლობები?

ამ ვებსაიტს მართავს ევროკავშირის მიერ დაფინანსებული აღმოსავლეთ სამეზობლოს რეგიონული საკომუნიკაციო პროგრამა („EU NEIGHBOURS east“) 2020-2024. ეს პროგრამა ავსებს და მხარს უჭერს ევროკავშირის წარმომადგენლობების კომუნიკაციას აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნებში; ის მოქმედებს სამეზობლო პოლიტიკის და გაფართოებაზე მოლაპარაკებების საკითხებში ევროკომისიის გენერალური დირექტორატის და ევროპული საგარეო ქმედებათა სამსახურის ხელმძღვანელობით. პროგრამას ახორციელებს კომპანიის GOPA PACE კონსორციუმი.


ინფორმაცია ამ ვებგვერდზე რეგულირდება პასუხისმგებლობის შეზღუდვის და პერსონალურ მონაცემთა დაცვის დებულებებით. © European Union,