EU4GENDEREQUALITY: რეფორმების დახმარების სამსახური

აღწერა
პროგრამა "EU4GenderEquality: რეფორმების დახმარების სამსახური“ განახორციელებს გენდერულ ანალიზს და ექსპერტულ რეკომენდაციებს გენდერული თანასწორობის საკითხებზე მთელ რიგ სფეროებში, კერძოდ: შრომის ბაზრის პოლიტიკა, ეკონომიკური განვითარება, საჯარო ადმინისტრაცია, მართლმსაჯულების რეფორმები, ჯანდაცვა და სოციალური სამსახურები და განათლების და ოჯახის პოლიტიკა. პროგრამის მიზანია გენდერული თანასწორობის გაუმჯობესება გენდერული ანალიზის საფუელზე გადაწყვეტილების მიღების, რეფორმების, პოლიტიკის და პროგრამების სფეროებში. დახმარების სამსახურის ძირითადი სამიზნეა ეროვნულ მთავრობები და საჯარო ადმინისტრაციები, ევროკავშირის წარმომადგენლობები რეგიონში და ზოგადად დაინტერესებული საზოგადოება.
კონკრეტული ამოცანა ადგილობრივ ენაზე
ცოდნის საფუძვლების გაღრმავება და გენდერული ანალიზის გამოყენება გადაწყვეტილების მიღების და რეფორმების პროცესში აღმოსავლეთ სამეზობლოს მთავრობების და ევროკავშირის წარმომადგენლობების მიერ, რათა უზრუნველყოფილი იყოს ეფექტური და თანაბარი შედეგები როგორც ქალების, ისე მამაკაცებისათვის.
მოსალოდნელი შედეგები
- ექსპერტული რეკომენდაციების გაწევა აღმოსავლეთ სამეზობლოს მთავრობებისა და ევროკავშირის წარმომადგენლობებისთვის იმისათვის, რომ გენდერული ანალიზი ჩართული იყოს პოლიტიკის დასახვის და რეფორმების განხორციელების პროცესში.
- აღმოსავლეთ სამეზობლოს ქვეყნების მთავრობების და ევროკავშირის წარმომადგენლობების რეფორმებში ჩართული პერსონალი უკეთ არის ინფორმირებული გენდერ-სენსიტიური რეფორმების გავლენის შესახებ ინკლუზიურ და მდგრად განვითარებაზე, და აქვს უკეთესი პოტენციალი ფაქტებზე და ანალიზზე დამყარებული რეფორმების განსახორციელებლად.
- გაუმჯობესებულია მტკიცებულებითი ბაზა რეფორმების გავლენის შესახებ ქალებზე აღმოსავლეთ სამეზობლოს ქვეყნებში, და ის შესაბამისად არის გავრცელებული შერჩეულ სამიზნე ჯგუფებში.
პროექტის დოკუმენტები
პროექტის რუკა
ვიდეოგალერეა
პროექტის დეტალები
რეგიონალური
პრიორიტეტული სფერო:
პარტნიორობა, რომელიც აძლიერებს
ქვესექტორი:
ინკლუზია
თემები:
ქალები
აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნები:
სომხეთი, აზერბაიჯანი, ბელარუსი, საქართველოს, მოლდოვა, უკრაინა
პროექტის სტატუსი:
დასრულებულია
დაწყების თარიღი:
04.01.2021
დასრულების თარიღი:
04.01.2024
სოციალური მედია:
https://www.facebook.com/groups/642338200281272

ევროკავშირის პროექტის ნომერი:
420-441

გაინტერესებთ უკანასკნელი ცნობები და შესაძლებლობები?

ამ ვებსაიტს მართავს ევროკავშირის მიერ დაფინანსებული აღმოსავლეთ სამეზობლოს რეგიონული საკომუნიკაციო პროგრამა („EU NEIGHBOURS east“) 2020-2024. ეს პროგრამა ავსებს და მხარს უჭერს ევროკავშირის წარმომადგენლობების კომუნიკაციას აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნებში; ის მოქმედებს სამეზობლო პოლიტიკის და გაფართოებაზე მოლაპარაკებების საკითხებში ევროკომისიის გენერალური დირექტორატის და ევროპული საგარეო ქმედებათა სამსახურის ხელმძღვანელობით. პროგრამას ახორციელებს კომპანიის GOPA PACE კონსორციუმი.


ინფორმაცია ამ ვებგვერდზე რეგულირდება პასუხისმგებლობის შეზღუდვის და პერსონალურ მონაცემთა დაცვის დებულებებით. © European Union,