ჟურნალისტიკაში ევროკავშირის 2023 წლის პრიზის მოსაპოვებლად კონკურსი დაიწყო
მაისი 5, 2023

ჟურნალისტიკაში ევროკავშირის 2023 წლის პრიზის მოსაპოვებლად კონკურსი დაიწყო


საქართველოში ევროკავშირის წარმომადგენლობა ჟურნალისტიკაში ევროკავშირის 2023 წლის კონკურსისთვის განაცხადების მიღებას იწყებს.

ევროკავშირის წარმომადგენლობის მიერ 2012 წელს დაარსებული კონკურსი ქართულ ჟურნალისტიკაში პროფესიონალიზმისა და ეთიკური სტანდარტების განმტკიცებას უჭერს მხარს. ამას გარდა, ევროკავშირის სადამკვირვებლო მისია (EUMM) გასცემს სპეციალურ პრიზს მშვიდობის ჟურნალისტიკაში საუკეთესო ჟურნალისტური ნაშრომისთვის, რომელიც საქართველოში მომხდარი შეიარაღებული კონფლიქტების კონტექსტში ნდობისა და მშვიდობის აღდგენას უწყობს ხელს.

ევროკავშირის პრიზი ჟურნალისტიკაში 2023 წელს შემდეგ რვა კატეგორიაში გაიცემა:

  • საუკეთესო სტატია ბეჭდურ ან ელექტრონულ მედიაში
  • საუკეთესო სიუჟეტი სამაუწყებლო ან ელექტრონულ მედიაში
  • საუკეთესო საგამოძიებო სტატია ან სიუჟეტი ბეჭდურ, ელექტრონულ ან სამაუწყებლო მედიაში
  • საუკეთესო ბლოგი/საავტორო სტატია/სვეტი ბეჭდურ, ელექტრონულ  ან სამაუწყებლო მედიაში
  • ყველაზე ორიგინალური და ინოვაციური ნაშრომი ბეჭდურ, ელექტრონულ ან სამაუწყებლო მედიაში
  • ევროკავშირის ფასეულობების ამსახველი საუკეთესო დოკუმენტური ფოტო
  • საუკეთესო სტუდენტური ნაშრომი ბეჭდურ, სამაუწყებლო ან ელექტრონულ მედიაში
  • კონფლიქტებისადმი მგრძნობიარე საუკეთესო ჟურნალისტური ნაშრომი, რომელიც ხელს უწყობს ნდობისა და მშვიდობის აღდგენას  საქართველოში მომხდარი შეიარაღებული კონფლიქტების კონტექსტში (ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის სპეციალური პრიზი მშვიდობის ჟურნალისტიკაში)

პირველი შვიდი კატეგორიის თითოეული გამარჯვებული ფულადი ჯილდოს სახით დაახლოებით 5,200 ლარს მიიღებს. ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის სპეციალური პრიზის მფლობელი კი ერთთვიანი პროფესიული მივლინებით გაემგზავრება „ომისა და მშვიდობის გაშუქების ინსტიტუტის“ ლონდონის ოფისში.

განაცხადების შეტანის ბოლო ვადაა 2023 წლის 1 ნოემბერი.

დამატებითი ინფორმაცია

პრესრელიზი

დახურვის თარიღი:

ნოემბერი 1, 2023


ყველაზე წაკითხული



გაინტერესებთ უკანასკნელი ცნობები და შესაძლებლობები?

ამ ვებსაიტს მართავს ევროკავშირის მიერ დაფინანსებული აღმოსავლეთ სამეზობლოს რეგიონული საკომუნიკაციო პროგრამა („EU NEIGHBOURS east“) 2020-2024. ეს პროგრამა ავსებს და მხარს უჭერს ევროკავშირის წარმომადგენლობების კომუნიკაციას აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნებში; ის მოქმედებს სამეზობლო პოლიტიკის და გაფართოებაზე მოლაპარაკებების საკითხებში ევროკომისიის გენერალური დირექტორატის და ევროპული საგარეო ქმედებათა სამსახურის ხელმძღვანელობით. პროგრამას ახორციელებს კომპანიის GOPA PACE კონსორციუმი.


ინფორმაცია ამ ვებგვერდზე რეგულირდება პასუხისმგებლობის შეზღუდვის და პერსონალურ მონაცემთა დაცვის დებულებებით. © European Union,