უფასო ონლაინ კურსები სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენლების და აქტივისტებისთვის
დეკემბერი 7, 2022

უფასო ონლაინ კურსები სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენლების და აქტივისტებისთვის


ევროკავშირის მიერ დაფინანსებული აღმოსავლეთ პარტნიორობის სამოქალაქო საზოგადოების მექანიზმის პროექტი FutureLearn და TechSoup პლატფორმებზე კურსების უფასოდ გავლის შესაძლებლობას იძლევა. ინიციატივით სარგებლობა საქართველოსა და აღმოსავლეთ პარტნიორობის სხვა ქვეყნებში მომუშავე სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენლებსა და სამოქალაქო აქტივისტებს შეუძლიათ.

პროექტის პარტნიორები დაინტერესებულ პირებს არაერთ კურსს სთავაზობენ. კერძოდ, FutureLearn პლატფორმაზე 3,500-ზე მეტი კურსი იძებნება, TechSoup პლატფორმაზე ინიციატივის ფარგლებში ხელმისაწვდომი კურსების სიის ხილვა კი აქ შეგიძლიათ. 

შემდეგი ნაბიჯი იმ სამამდე კურსის შერჩევაა, რომლებზე დასწრების საფასურიც მაქსიმუმ 75 ევროს შეადგენს და რომლებიც თქვენი, როგორც სამოქალაქო აქტივისტის, უნარებს გააუმჯობესებს.

შეიტანეთ განაცხადი ამ ფორმის გამოყენებით და შეატყობინეთ აღმოსავლეთ პარტნიორობის სამოქალაქო საზოგადოების მექანიზმს თქვენ მიერ შერჩეული კურსების შესახებ. თქვენ ასევე უნდა დაასაბუთოთ, რატომ არის ეს კურსები თქვენთვის ღირებული. 

გამოსაცდელი ვადის განმავლობაში ცალკეულ კანდიდატს მაქსიმუმ ორი განაცხადის შეტანა შეუძლია. წარმატების შემთხვევაში, აღმოსავლეთ პარტნიორობის სამოქალაქო საზოგადოების მექანიზმი გამოგიგზავნით „ელექტრონული სწავლების ვაუჩერს“ (ან, გამონაკლის შემთხვევებში, რამდენიმე ვაუჩერს), რომელიც შეგიძლიათ, თქვენ მიერ შერჩეულ კურსზე ჩასარიცხად გამოიყენოთ.

ვაუჩერები ხელმისაწვდომია შეზღუდული, გამოსაცდელი ვადით, 31 დეკემბრამდე.

დამატებითი ინფორმაცია

პრესრელიზი

დახურვის თარიღი:

დეკემბერი 31, 2022

შესაძლებლობის ტიპი



ყველაზე წაკითხული


თემაზე

აპრილი 28, 2024

ევროკავშირის მარი სკლოდოვსკა-კიურის აქტივობების ფარგლებში პოსტდოქტორანტურის სტიპენდიებისთვის 417 მილიონი ევრო გამოიყო

აპრილი 26, 2024

EU4Culture ხელოვნებისა და კულტურის პროფესიონალებს საგრანტო განაცხადის წერაზე ონლაინკურსს სთავაზობს 

აპრილი 25, 2024

გამოცხადდა საგრანტო კონკურსი დამწყები სოციალური საწარმოებისთვის საქართველოში

აპრილი 24, 2024

ევროკავშირის წარმომადგენლობა საქართველოში ახალგაზრდა კურსდამთავრებულებს დაფინანსებულ სტაჟირებას სთავაზობს

აპრილი 19, 2024

ICMPD მიგრაციის შესახებ საერთაშორისო საზაფხულო სკოლაში მონაწილეების მსურველებს საქართველოში იწვევს


გაინტერესებთ უკანასკნელი ცნობები და შესაძლებლობები?

ამ ვებსაიტს მართავს ევროკავშირის მიერ დაფინანსებული აღმოსავლეთ სამეზობლოს რეგიონული საკომუნიკაციო პროგრამა („EU NEIGHBOURS east“) 2020-2024. ეს პროგრამა ავსებს და მხარს უჭერს ევროკავშირის წარმომადგენლობების კომუნიკაციას აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნებში; ის მოქმედებს სამეზობლო პოლიტიკის და გაფართოებაზე მოლაპარაკებების საკითხებში ევროკომისიის გენერალური დირექტორატის და ევროპული საგარეო ქმედებათა სამსახურის ხელმძღვანელობით. პროგრამას ახორციელებს კომპანიის GOPA PACE კონსორციუმი.


ინფორმაცია ამ ვებგვერდზე რეგულირდება პასუხისმგებლობის შეზღუდვის და პერსონალურ მონაცემთა დაცვის დებულებებით. © European Union,