საქართველოს სტრატეგიული კვლევებისა და განვითარების ცენტრი (CSRDG) ევროკავშირის და კონრად ადენაუერის ფონდის მხარდაჭერით საგრანტო კონკურსს აცხადებს. კონკურსის თემა ევროკავშირსა და საქართველოს შორის გაფორმებული ასოცირების შეთანხმების საკითხების მონიტორინგი და ადვოკატირებაა.
კონკურსის მიზანი იმ ინიციატივების დახმარებაა, რომლებიც ევროკავშირთან ასოცირების პროცესის, კერძოდ, ღრმა და ყოვლისმომცველი თავისუფალი სავაჭრო სივრცის შესახებ შეთანხმების (DCFTA) ხელშემწყობ რეფორმებს უჭერენ მხარს. ორგანიზატორები მოუწოდებენ კონკურსანტებს, განსაკუთრებული ყურადღება დაუთმონ ისეთ საკითხებს, როგორიცაა გარემოს დაცვა, ენერგოეფექტიანობა, ინტელექტუალური საკუთრების დაცვა, მომხმარებელთა ინტერესების დაცვა და სურსათის უსაფრთხოება.
კონკურსში მონაწილეობა შეუძლიათ მოქმედ სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციებს, რომლებიც რეგისტრირებულნი არიან და საქმიანობენ საქართველოს ნებისმიერ რეგიონში, თბილისის გარდა. თბილისში რეგისტრირებული ან ის ორგანიზაციები, რომლებიც ძირითადად დედაქალაქში საქმიანობენ, კონკურსში მხოლოდ პარტნიორის (თანაგანმცხადებლის) სახით დაიშვებიან.
საგრანტო თანხის მაქსიმალური ოდენობა 35,000 ლარს შეადგენს.
განაცხადების შეტანის ბოლო ვადაა 15 მარტი.
დამატებითი ინფორმაცია
სხვა საინფორმაციო კამპანიები:
გაინტერესებთ უკანასკნელი ცნობები და შესაძლებლობები?
ამ ვებსაიტს მართავს ევროკავშირის მიერ დაფინანსებული აღმოსავლეთ სამეზობლოს რეგიონული საკომუნიკაციო პროგრამა („EU NEIGHBOURS east“) 2020-2024. ეს პროგრამა ავსებს და მხარს უჭერს ევროკავშირის წარმომადგენლობების კომუნიკაციას აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნებში; ის მოქმედებს სამეზობლო პოლიტიკის და გაფართოებაზე მოლაპარაკებების საკითხებში ევროკომისიის გენერალური დირექტორატის და ევროპული საგარეო ქმედებათა სამსახურის ხელმძღვანელობით. პროგრამას ახორციელებს კომპანიის B&S ევროპის კონსორციუმი.
ინფორმაცია ამ ვებგვერდზე რეგულირდება პასუხისმგებლობის შეზღუდვის და პერსონალურ მონაცემთა დაცვის დებულებებით. © European Union,
აზერბაიჯანში, ბელარუსში, მოლდოვაში, საქართველოში, სომხეთსა და უკრაინაში