TruthTechThon: მიიღე მონაწილეობა ახალგაზრდებისთვის განკუთვნილ მედიაწიგნიერების ჰაკათონში 
ნოემბერი 7, 2023

TruthTechThon: მიიღე მონაწილეობა ახალგაზრდებისთვის განკუთვნილ მედიაწიგნიერების ჰაკათონში 


ევროკავშირის წარმომადგენლობა საქართველოში ციფრული ტექნოლოგიებით დაინტერესებულ ახალგაზრდებს ჰაკათონში  მონაწილეობის მისაღებად იწვევს. 

ჰაკათონი, TruthTechThon,  მედიის განვითარების ფონდის (MDF) მიერ არის ორგანიზებული. ღონისძიების მიზანია, ახალგაზრდებს მისცეს შესაძლებლობა, თანამედროვე ტექნოლოგიების გამოყენებით შექმნან ციფრული რესურსები მედიაწიგნიერების გასაუმჯობესებლად, დეზინფორმაციასთან საბრძოლველად და  ინფორმაციის სანდოობის გასაზრდელად.

განაცხადების შეტანის ბოლო ვადაა 2023 წლის 18 ნოემბერი. მონაწილეობის მისაღებად რეგისტრაციის გავლა ამ ბმულითაა შესაძლებელი. 

დამატებითი ინფორმაცია

პრესრელიზი

დახურვის თარიღი:

ნოემბერი 18, 2023

შესაძლებლობის ტიპი



ყველაზე წაკითხული



გაინტერესებთ უკანასკნელი ცნობები და შესაძლებლობები?

ამ ვებსაიტს მართავს ევროკავშირის მიერ დაფინანსებული აღმოსავლეთ სამეზობლოს რეგიონული საკომუნიკაციო პროგრამა (EU NEIGHBOURS east). პროგრამა ავსებს და მხარს უჭერს ევროკავშირის წარმომადგენლობების კომუნიკაციას აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნებში და მოქმედებს ევროკომისიის გაფართოებისა და აღმოსავლეთ სამეზობლოს საკითხებში გენერალური დირექტორატის (DG ENEST) და ევროპის საგარეო ქმედებათა სამსახურის ხელმძღვანელობით. EU NEIGHBOURS east პროგრამას ახორციელებს GOPA PACE-ის ხელმძღვანელობით მოქმედი კონსორციუმი.


ინფორმაცია ამ ვებგვერდზე რეგულირდება პასუხისმგებლობის შეზღუდვის და პერსონალურ მონაცემთა დაცვის დებულებებით. © European Union,