20-22 ივლისს სვანეთის დანიშნულების მართვის ორგანიზაცია (Svaneti DMO) მესტიაში საერთაშორისო ლაშქრობის ფესტივალს უმასპინძლებს.
პროექტ GRETA-ს ფარგლებში დაგეგმილი ფესტივალი ორგანიზებულია ევროკავშირის, შვედეთისა და ავსტრიის მხარდაჭერით, HIGHLANDER SVANETI x GEORGIA-სთან და USAID-ის ეკონომიკური უსაფრთხოების პროგრამასთან თანამშრომლობით.
საერთაშორისო ლაშქრობის ფესტივალი მხარს უჭერს ბუნების დამცველ ინიციატივებსა და ეკოტურიზმს. მისი მიზანი ჯანსაღი ცხოვრების წესისა თუ აქტიური დასვენების წახალისება და ბუნების სილამაზის შენარჩუნებაა.
ფესტივალი მონაწილეებს ორი ფორმატის სალაშქრო ტურს სთავაზობს. დეტალური ინფორმაციისთვის და დასარეგისტრირებლად, გთხოვთ, იხილოთ ბმულები: HIGHLANDER Pegasus და HIGHLANDER Orion.
ფესტივალის მონაწილეებსა და სტუმრებს ასევე შეეძლებათ ჩაერთონ ისეთ ღონისძიებებში, როგორებიცაა კულინარიული მასტერკლასები, კერძების დეგუსტაცია, ადგილობრივი ხელსაქმის მასტერკლასები, საგანმანათლებლო სესიები თუ თემატური დისკუსიები. მათთვის, ამასთან, ადგილობრივი ფოლკლორული საღამოებიც გაიმართება.
დამატებითი ინფორმაცია





სხვა საინფორმაციო კამპანიები:
გაინტერესებთ უკანასკნელი ცნობები და შესაძლებლობები?
ამ ვებსაიტს მართავს ევროკავშირის მიერ დაფინანსებული აღმოსავლეთ სამეზობლოს რეგიონული საკომუნიკაციო პროგრამა (EU NEIGHBOURS east). პროგრამა ავსებს და მხარს უჭერს ევროკავშირის წარმომადგენლობების კომუნიკაციას აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნებში და მოქმედებს ევროკომისიის გაფართოებისა და აღმოსავლეთ სამეზობლოს საკითხებში გენერალური დირექტორატის (DG ENEST) და ევროპის საგარეო ქმედებათა სამსახურის ხელმძღვანელობით. EU NEIGHBOURS east პროგრამას ახორციელებს GOPA PACE-ის ხელმძღვანელობით მოქმედი კონსორციუმი.
ინფორმაცია ამ ვებგვერდზე რეგულირდება პასუხისმგებლობის შეზღუდვის და პერსონალურ მონაცემთა დაცვის დებულებებით. © European Union,