სტაჟირება გერმანულ მედიაში ახალგაზრდა ჟურნალისტებისა და ბლოგერებისთვის აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნებიდან
ივნისი 17, 2022

სტაჟირება გერმანულ მედიაში ახალგაზრდა ჟურნალისტებისა და ბლოგერებისთვის აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნებიდან


ჟურნალისტთა საერთაშორისო პროგრამა (Internationale Journalisten-Programme / IJP) ახალგაზრდა ჟურნალისტებს აზერბაიჯანიდან, ბელარუსიდან, მოლდოვიდან, საქართველოდან, სომხეთიდან და უკრაინიდან მარიონ დონჰოფის სახელობის სტიპენდიის მოსაპოვებლად იწვევს. 

შერჩეული ახალგაზრდა ჟურნალისტები და ბლოგერები გერმანულ საინფორმაციო საშუალებაში ორთვიან (ოქტომბერ-ნოემბერი) სტაჟირებას გაივლიან. ისინი გერმანიის პოლიტიკას, ეკონომიკას, კულტურას თუ საზოგადოებრივ ცხოვრებას გაეცნობიან და გერმანული ჟურნალისტიკის სტანდარტებსა და პრინციპებში გაერკვევიან.

3,800 ევროს ოდენობის სტიპენდია ერთჯერადი გადახდით გაიცემა. დაფინანსება დაფარავს მგზავრობის, საცხოვრებლის და კვების ხარჯებს გერმანიაში, ასევე ჯანმრთელობის დაზღვევას და სავიზო გადასახადს. მასპინძელ მედიაში მუშაობისთვის ანაზღაურება არ გაიცემა.

პროგრამას სახელი ეწოდა მარიონ დონჰოფის (1909-2002) პატივსაცემად, რომელიც მრავალი წლის განმავლობაში გამოსცემდა გერმანულ ეროვნულ ყოველკვირეულ გაზეთს, „Die Zeit“.

განაცხადების შეტანის ბოლო ვადაა 25 ივნისი.

დამატებითი ინფორმაცია

პრესრელიზი

დახურვის თარიღი:

ივნისი 25, 2022

შესაძლებლობის ტიპი



ყველაზე წაკითხული



გაინტერესებთ უკანასკნელი ცნობები და შესაძლებლობები?

ამ ვებსაიტს მართავს ევროკავშირის მიერ დაფინანსებული აღმოსავლეთ სამეზობლოს რეგიონული საკომუნიკაციო პროგრამა (EU NEIGHBOURS east). პროგრამა ავსებს და მხარს უჭერს ევროკავშირის წარმომადგენლობების კომუნიკაციას აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნებში და მოქმედებს ევროკომისიის გაფართოებისა და აღმოსავლეთ სამეზობლოს საკითხებში გენერალური დირექტორატის (DG ENEST) და ევროპის საგარეო ქმედებათა სამსახურის ხელმძღვანელობით. EU NEIGHBOURS east პროგრამას ახორციელებს GOPA PACE-ის ხელმძღვანელობით მოქმედი კონსორციუმი.


ინფორმაცია ამ ვებგვერდზე რეგულირდება პასუხისმგებლობის შეზღუდვის და პერსონალურ მონაცემთა დაცვის დებულებებით. © European Union,