Capture26: ევროპოლი სამართალდაცვის თემაზე ფოტოკონკურსისთვის განაცხადების მიღებას იწყებს
მაისი 29, 2026

Capture26: ევროპოლი სამართალდაცვის თემაზე ფოტოკონკურსისთვის განაცხადების მიღებას იწყებს


ევროკავშირის სამართალდამცავი სააგენტო, ევროპოლი სამართალდაცვის თემაზე ყოველწლიური საერთაშორისო ფოტოკონკურსის, Capture26-ისთვის  განაცხადების მიღებას იწყებს. 

წელს კონკურსის თემაა #OneSecurity („ერთი უსაფრთხოება“), რომელიც ასახავს პრინციპს, რომ ევროპული უსაფრთხოება კოორდინაციას, ნდობასა და საერთო პასუხისმგებლობას ეფუძნება. კონკურსანტებს ევალებათ, ასახონ, თუ როგორ გამოიყურება ეს თანამშრომლობა პრაქტიკაში. 

კონკურსი ღიაა პროფესიონალი და დამწყები ფოტოგრაფებისთვის, რომლებიც ევროკავშირის სახელმწიფოებისა და „ევროპოლის შეთანხმების“ ხელმომწერი ქვეყნების (მათ შორის საქართველოს, მოლდოვისა და უკრაინის) სამართალდამცავ ორგანოებში მუშაობენ.

კონკურსი პირველად 2009 წელს ჩატარდა და მას მერე მოიზიდა ნამუშევრები პოლიციის, საბაჟოს, სასაზღვრო დაცვისა და უსაფრთხოების სამსახურებიდან ევროპის მასშტაბით და მის ფარგლებს გარეთაც.

განაცხადების მიღების ბოლო ვადაა 2026 წლის 14 აგვისტო. 

განაცხადები ევროპოლის ვებსაიტზე განთავსებული ფორმის შევსებით მიიღება. 

ევროპოლის შტაბ-ბინა ნიდერლანდებში, ჰააგაში მდებარეობს და მისი მისიაა, მხარი დაუჭიროს წევრ სახელმწიფოებს ყველა სახის სერიოზულ საერთაშორისო და ორგანიზებულ დანაშაულთან, კიბერდანაშაულთან და ტერორიზმთან ბრძოლაში. ევროპოლი ასევე მუშაობს ევროკავშირის არაწევრ პარტნიორ სახელმწიფოებთან და საერთაშორისო ორგანიზაციებთან. 

დამატებითი ინფორმაცია

პრესრელიზი

კონკურსის შესახებ განცხადება

დახურვის თარიღი:

აგვისტო 14, 2026

შესაძლებლობის ტიპი



ყველაზე წაკითხული



გაინტერესებთ უკანასკნელი ცნობები და შესაძლებლობები?

ამ ვებსაიტს მართავს ევროკავშირის მიერ დაფინანსებული აღმოსავლეთ სამეზობლოს რეგიონული საკომუნიკაციო პროგრამა (EU NEIGHBOURS east). პროგრამა ავსებს და მხარს უჭერს ევროკავშირის წარმომადგენლობების კომუნიკაციას აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნებში და მოქმედებს ევროკომისიის გაფართოებისა და აღმოსავლეთ სამეზობლოს საკითხებში გენერალური დირექტორატის (DG ENEST) და ევროპის საგარეო ქმედებათა სამსახურის ხელმძღვანელობით. EU NEIGHBOURS east პროგრამას ახორციელებს GOPA PACE-ის ხელმძღვანელობით მოქმედი კონსორციუმი.


ინფორმაცია ამ ვებგვერდზე რეგულირდება პასუხისმგებლობის შეზღუდვის და პერსონალურ მონაცემთა დაცვის დებულებებით. © European Union,