მწვერვალებს მიღმა: SALTO გთავაზობთ ინფორმაციას ახალგაზრდების საქმიანობის  შესახებ ტიროლში (ავსტრია)
მაისი 29, 2026

მწვერვალებს მიღმა: SALTO გთავაზობთ ინფორმაციას ახალგაზრდების საქმიანობის  შესახებ ტიროლში (ავსტრია)


ავსტრიის განათლებისა და ინტერნაციონალიზაციის სააგენტო SALTO-ს აღმოსავლეთ ევროპისა და კავკასიის (SALTO-ს რესურსების ცენტრი) ცენტრებთან  და ევროპის სოლიდარობის კორპუსთან ერთად,  2026 წლის 28 სექტემბრიდან 2 ოქტომბრამდე ტიროლში (ავსტრია) სასწავლო ვიზიტში მონაწილეობის მისაღებად  იწვევს ახალგაზრდა მუშაკებს, ახალგაზრდული პროექტების მენეჯერებს და მუნიციპალურ თანამშრომლებს, რომლებიც საკუთარ ქვეყნებში სოფლის ახალგაზრდულ საქმიანობაში მონაწილეობენ.

მოწვევაში მონაწილეობა შეუძლიათ აზერბაიჯანს, სომხეთს, ბელარუსს, საქართველოს, მოლდოვასა და უკრაინას.

სასწავლო ვიზიტში მონაწილეობას მიიღებს 25-მდე ახალგაზრდა პროგრამისა და პარტნიორი ქვეყნების სასოფლო რეგიონებიდან.  მონაწილეებს ექნებათ შესაძლებლობა გაცვალონ გამოცდილება, განიხილონ საერთო გამოწვევები და გაეცნონ ახალგაზრდული სასოფლო საქმიანობის პრაქტიკულ მაგალითებს, და ამავდროულად, პირველი წარმოდგენა შეიქმნან ახალგაზრდული საქმიანობის ინიციატივების ფართო სპექტრის შესახებ ავსტრიის ტიროლის რეგიონში.

ეს სასწავლო ვიზიტი შეისწავლის იმ კონკრეტულ გამოწვევებს, რომელთა წინაშეც შეიძლება აღმოჩნდნენ სოფლისა და შორეული რაიონების ახალგაზრდები; ამ გამოწვევებს შორისაა გეოგრაფიული იზოლაცია, სოციალურ და საგანმანათლებლო შესაძლებლობებზე შეზღუდული წვდომა და სოფლიდან ქალაქში მიგრაციის შედეგები. მონაწილეები განიხილავენ, თუ როგორ უმკლავდება  ახალგაზრდული საქმიანობა ამ გამოწვევებს ტიროლის რეგიონში და როგორ უწყობს ხელს სასოფლო თემების ინკლუზიურობას, ჩართულობას და სიცოცხლისუნარიანობას.

მონაწილეთა საცხოვრებლისა და კვების ხარჯებს მასპინძელი ავსტრიული სააგენტო დაფარავს.  მონაწილეობის საფასურისა და მგზავრობის ხარჯებთან დაკავშირებით, გთხოვთ, დაუკავშირდეთ თქვენს ეროვნულ სააგენტოს ან SALTO-ს რესურს-ცენტრს.

განაცხადების წარდგენის ბოლო ვადაა 7 ივნისი.

გაიგეთ მეტი

პრესრელიზი

დახურვის თარიღი:

ივნისი 7, 2026

შესაძლებლობის ტიპი



ყველაზე წაკითხული


თემაზე

ივლისი 10, 2026

ევროპის სოლიდარობის კორპუსი: გრძელვადიანი მოხალისეობრივი საქმიანობა პოლონეთის ქალაქ სიცუვის ადგილობრივ თემში

ივლისი 9, 2026

საგრანტო კონკურსი მომსახურების სექტორში მომუშავე მცირე და საშუალო ზომის საწარმოებისთვის

ივლისი 9, 2026

ევროპის სოლიდარობის კორპუსი: ახალგაზრდა უკრაინელი ლტოლვილების მხარდამჭერი პროექტი რუმინეთში მოხალისეებს ეძებს

ივლისი 3, 2026

თქვენი ხმა ევროკავშირის გაფართობაზე: მოწოდება ორგანიზაციებისთვის საინფორმაციო და ჩართულობის ღონისძიებების ჩასატარებლად

ივლისი 3, 2026

ევროკავშირის პრიზი გენდერული თანასწორობის ჩემპიონებისთვის — მიიღეთ მონაწილეობა კონკურსში და მოიგეთ 100 000 ევრო


გაინტერესებთ უკანასკნელი ცნობები და შესაძლებლობები?

ამ ვებსაიტს მართავს ევროკავშირის მიერ დაფინანსებული აღმოსავლეთ სამეზობლოს რეგიონული საკომუნიკაციო პროგრამა (EU NEIGHBOURS east). პროგრამა ავსებს და მხარს უჭერს ევროკავშირის წარმომადგენლობების კომუნიკაციას აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნებში და მოქმედებს ევროკომისიის გაფართოებისა და აღმოსავლეთ სამეზობლოს საკითხებში გენერალური დირექტორატის (DG ENEST) და ევროპის საგარეო ქმედებათა სამსახურის ხელმძღვანელობით. EU NEIGHBOURS east პროგრამას ახორციელებს GOPA PACE-ის ხელმძღვანელობით მოქმედი კონსორციუმი.


ინფორმაცია ამ ვებგვერდზე რეგულირდება პასუხისმგებლობის შეზღუდვის და პერსონალურ მონაცემთა დაცვის დებულებებით. © European Union,