საქართველოს სტრატეგიული კვლევებისა და განვითარების ცენტრმა (CSRDG) მოქმედი სოციალური საწარმოებისთვის იდეების საგრანტო კონკურსი გამოაცხადა.
ევროკავშირის მიერ დაფინანსებული კონკურსი მიზნად ისახავს, საქართველოს მასშტაბით დაუჭიროს მხარი მოქმედი სოციალური საწარმოების საქმიანობის გაფართოებას და განვითარებას. გრანტები გაიცემა იმ საწარმოებზე, რომლებსაც უკვე აქვთ ხელშესახები სოციალური გავლენა და ეკონომიკური შემოსავლები.
საგრანტო კონკურსში მონაწილეობისთვის მოთხოვნილ საგრანტო დაფინანსებაში მინიმუმ 10%-იანი თანამონაწილეობაა სავალდებულო.
კონკურსი ცხადდება პროექტის, “სოციალური მეწარმეობის განვითარება მდგრადი და ინკლუზიური საზოგადოებისთვის“, ფარგლებში.
განაცხადების შეტანის ბოლო ვადაა 28 თებერვალი.
დამატებითი ინფორმაცია
სხვა საინფორმაციო კამპანიები:
გაინტერესებთ უკანასკნელი ცნობები და შესაძლებლობები?
ამ ვებსაიტს მართავს ევროკავშირის მიერ დაფინანსებული აღმოსავლეთ სამეზობლოს რეგიონული საკომუნიკაციო პროგრამა („EU NEIGHBOURS east“) 2020-2024. ეს პროგრამა ავსებს და მხარს უჭერს ევროკავშირის წარმომადგენლობების კომუნიკაციას აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნებში; ის მოქმედებს სამეზობლო პოლიტიკის და გაფართოებაზე მოლაპარაკებების საკითხებში ევროკომისიის გენერალური დირექტორატის და ევროპული საგარეო ქმედებათა სამსახურის ხელმძღვანელობით. პროგრამას ახორციელებს კომპანიის B&S ევროპის კონსორციუმი.
ინფორმაცია ამ ვებგვერდზე რეგულირდება პასუხისმგებლობის შეზღუდვის და პერსონალურ მონაცემთა დაცვის დებულებებით. © European Union,
აზერბაიჯანში, ბელარუსში, მოლდოვაში, საქართველოში, სომხეთსა და უკრაინაში