ევროპის ეკონომიკურმა და სოციალურმა კომიტეტმა (EESC) ახალგაზრდებისთვის განკუთვნილ საფლაგმანო ღონისძიებაზე, „შენი ევროპა, შენი სათქმელი!“ (Your Europe, Your Say! (YEYS)), დასწრების მსურველთა განაცხადების მიღება დაიწყო. ღონისძიება 2026 წლის 19 და 20 მარტს ბრიუსელში, EESC-ის შენობაში გაიმართება.
EESC ღონისძიებაზე იწვევს მოტივირებულ მოსწავლეებს, ახალგაზრდებსა და პედაგოგებს ევროკავშირის წევრი სახელმწიფოებიდან, გაერთიანებული სამეფოდან და კანდიდატი ქვეყნებიდან, მათ შორის საქართველოდან, მოლდოვიდან და უკრაინიდან. ღონისძიებაზე დამსწრეები შეძლებენ, ერთმანეთს გაუზიარონ თავიანთი იდეები, ითანამშრომლონ და შექმნან სივრცე დიალოგისთვის.
ღონისძიებაზე დასწრება შეუძლიათ სკოლის 16-18 წლის მოსწავლეებს (მასწავლებლების თანხლებით) და 18-25 წლის ახალგაზრდებს. რადგან ღონისძიება ინგლისურად წარიმართება, ყველა დამსწრეს უნდა შეეძლოს ინგლისური საუბრის გაგება და ამ ენაზე გამართულად ლაპარაკი და წერა.
განაცხადების მიღების ბოლო ვადაა 2025 წლის 30 ნოემბერი. ღონისძიებაზე დასწრების მსურველებმა ონლაინფორმა უნდა შეავსონ.
EESC ევროკავშირის საკონსულტაციო ორგანოა, რომელიც ევროპის სოციალურ-პროფესიულ ინტერესთა ჯგუფებსა და სხვებს აძლევს პლატფორმას, გამოთქვან თავიანთი მოსაზრებები ევროკავშირთან დაკავშირებულ საკითხებზე. მოსაზრებები მიემართება ევროკავშირის საბჭოს, ევროკომისიასა და ევროპარლამენტს. შედეგად, EESC მნიშვნელოვან როლს ასრულებს ევროკავშირის გადაწყვეტილებათა მიღების პროცესში.
დამატებითი ინფორმაცია





სხვა საინფორმაციო კამპანიები:
გაინტერესებთ უკანასკნელი ცნობები და შესაძლებლობები?
ამ ვებსაიტს მართავს ევროკავშირის მიერ დაფინანსებული აღმოსავლეთ სამეზობლოს რეგიონული საკომუნიკაციო პროგრამა (EU NEIGHBOURS east). პროგრამა ავსებს და მხარს უჭერს ევროკავშირის წარმომადგენლობების კომუნიკაციას აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნებში და მოქმედებს ევროკომისიის გაფართოებისა და აღმოსავლეთ სამეზობლოს საკითხებში გენერალური დირექტორატის (DG ENEST) და ევროპის საგარეო ქმედებათა სამსახურის ხელმძღვანელობით. EU NEIGHBOURS east პროგრამას ახორციელებს GOPA PACE-ის ხელმძღვანელობით მოქმედი კონსორციუმი.
ინფორმაცია ამ ვებგვერდზე რეგულირდება პასუხისმგებლობის შეზღუდვის და პერსონალურ მონაცემთა დაცვის დებულებებით. © European Union,