ევროკავშირის მხარდაჭერით, გაეროს განვითარების პროგრამამ (UNDP) გამოაცხადა კონკურსი წარმოების სექტორის მცირე და საშუალო საწარმოებისთვის „Innovative Solutions Competition (ICC): Support for small and medium-sized enterprises in Georgia’s manufacturing sector to start, continue or resume exports to EU and European countries“ (ინოვაციური გადაწყვეტილებების კონკურსი (ICC): საქართველოს წარმოების სექტორის მცირე და საშუალო საწარმოების მხარდაჭერა ევროკავშირისა და ევროპის ქვეყნებში ექსპორტის დაწყების, გაგრძელებისა და განახლების მიზნით“).
ეს ინიციატივა წარმოადგენს ევროკავშირის მიერ დაფინანსებული პროექტის „ბაზრებზე ინკლუზიური წვდომა“ (IA2M) ნაწილს.
კონკურსის ფარგლებში შეირჩევა 15-მდე მცირე და საშუალო საწარმო. ისინი თანადაფინანსების სახით 60,000 ლარს მიიღებენ. მცირე ან საშუალო საწარმოს წვლილი პროექტის მთლიანი ღირებულების მინიმუმ 10%-ს (მინიმუმ 6,000 ლარს) უნდა შეადგენდეს.
კონკურსში მონაწილეობა შეუძლიათ საქართველოში რეგისტრირებულ მცირე და საშუალო საწარმოებს (გარდა ინდივიდუალური მეწარმეებისა), რომლებიც დაარსებულია კონკურსის დაწყებამდე მინიმუმ ერთი წლით ადრე და რომლებიც მოქმედებენ საქართველოს ფარგლებში.
განაცხადების წარდგენის ბოლო ვადაა 2026 წლის 19 ივნისი, 13:00 თბილისის დროით (GMT+4). კონკურსში მონაწილეობისთვის წინადადებების წარდგენით დაინტერესებული კანდიდატები უნდა დარეგისტრირდნენ გაეროს განვითარების პროგრამის (UNDP) პორტალზე Quantum (დააჭირეთ აქ რეგისტრაციისთვის) და წარადგინონ განაცხადი ინგლისურ ენაზე.
საინფორმაციო ვებინარი წინადადებების წარდგენისა და რეგისტრაციის პროცედურების შესახებ გაიმართება 2026 წლის 28 მაისს, 12:00 საათზე თბილისის დროით (GMT+4).
გაიგეთ მეტი
გთხოვთ გაითვალისწინოთ, რომ შესაძლო ცვლილებებმა საქართველოს სამართლებრივ და სარეგულაციო გარემოში შესაძლოა გავლენა მოახდინოს ამ კონკურსისა და მის ფარგლებში მხარდაჭერილი აქტივობების განხორციელებაზე.





სხვა საინფორმაციო კამპანიები:
გაინტერესებთ უკანასკნელი ცნობები და შესაძლებლობები?
ამ ვებსაიტს მართავს ევროკავშირის მიერ დაფინანსებული აღმოსავლეთ სამეზობლოს რეგიონული საკომუნიკაციო პროგრამა (EU NEIGHBOURS east). პროგრამა ავსებს და მხარს უჭერს ევროკავშირის წარმომადგენლობების კომუნიკაციას აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნებში და მოქმედებს ევროკომისიის გაფართოებისა და აღმოსავლეთ სამეზობლოს საკითხებში გენერალური დირექტორატის (DG ENEST) და ევროპის საგარეო ქმედებათა სამსახურის ხელმძღვანელობით. EU NEIGHBOURS east პროგრამას ახორციელებს GOPA PACE-ის ხელმძღვანელობით მოქმედი კონსორციუმი.
ინფორმაცია ამ ვებგვერდზე რეგულირდება პასუხისმგებლობის შეზღუდვის და პერსონალურ მონაცემთა დაცვის დებულებებით. © European Union,