ევროკავშირის მიერ დაფინანსებული პროექტი, „შემოქმედებითი კომპასი საქართველო“, აცხადებს ახალ საგრანტო კონკურსს საქართველოს რეგიონებში ინოვაციური შემოქმედებითი ინიციატივების წასახალისებლად და მხარდასაჭერად.
„შემოქმედებითი კავშირების“ გრანტი კულტურულ და შემოქმედებით სექტორებში პროფესიული ურთიერთობების გაძლიერებას ისახავს მიზნად. ინიციატივა, ამასთან, დამოუკიდებელ ხელოვანებსა და შემოქმედებს, კულტურის სფეროს პროფესიონალებს, სათემო ლიდერებსა და ორგანიზაციებს საქართველოში არსებული გამოწვევებისა და შესაძლებლობების უფრო ღრმად გააზრების საშუალებას აძლევს. ყველა ღონისძიება თბილისის გარეთ ჩატარდება.
საგრანტო პროგრამა ორ მიმართულებას მოიცავს:
მიმართულება 1. შემოქმედებითი კავშირები ფიზიკური პირებისთვის დამოუკიდებელ ხელოვანებს, შემოქმედებს, სათემო ლიდერებსა და კულტურის სფეროს პროფესიონალებს ქვეყნის შიგნით მობილობას სთავაზობს, რომლის ფარგლებშიც ისინი კვლევას, თანაშემოქმედებას, წარმოებასა და საჯარო ღონისძიებების მასპინძლობას შეძლებენ. ჯგუფი მინიმუმ ორი ან მეტი მონაწილისგან უნდა შედგებოდეს. გრანტის ოდენობა 3,000 ევროა.
მიმართულება 2. შემოქმედებითი კავშირები ორგანიზაციებისთვის ორგანიზაციებს სათემო, კულტურული და შემოქმედებითი ინიციატივების, ასევე, სახელოვნებო რეზიდენციების განხორციელებაში უჭერს მხარს. გრანტის ოდენობა 6,000 ევროა.
საგრანტო კონკურსის შესახებ საინფორმაციო ონლაინსესია 27 ივნისს ჩატარდება და მასზე დასწრება ამ ბმულზე გადასვლითაა შესაძლებელი.
განაცხადების შეტანის ბოლო ვადაა 2024 წლის 7 ივლისი.
პროექტს აფინანსებს ევროკავშირი, მისი თანადამფინანსებელი და განმახორციელებელი კი საქართველოს გოეთეს ინსტიტუტია.
დამატებითი ინფორმაცია





სხვა საინფორმაციო კამპანიები:
გაინტერესებთ უკანასკნელი ცნობები და შესაძლებლობები?
ამ ვებსაიტს მართავს ევროკავშირის მიერ დაფინანსებული აღმოსავლეთ სამეზობლოს რეგიონული საკომუნიკაციო პროგრამა (EU NEIGHBOURS east). პროგრამა ავსებს და მხარს უჭერს ევროკავშირის წარმომადგენლობების კომუნიკაციას აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნებში და მოქმედებს ევროკომისიის გაფართოებისა და აღმოსავლეთ სამეზობლოს საკითხებში გენერალური დირექტორატის (DG ENEST) და ევროპის საგარეო ქმედებათა სამსახურის ხელმძღვანელობით. EU NEIGHBOURS east პროგრამას ახორციელებს GOPA PACE-ის ხელმძღვანელობით მოქმედი კონსორციუმი.
ინფორმაცია ამ ვებგვერდზე რეგულირდება პასუხისმგებლობის შეზღუდვის და პერსონალურ მონაცემთა დაცვის დებულებებით. © European Union,