ევროკომისია „შემოქმედებითი ევროპის“ პროგრამის ფარგლებში მედიაწიგნიერების ინოვაციური საზღვართაშორისი პროექტების კონკურსს აცხადებს. განაცხადები 2025 წლის 23 ოქტომბრიდან 2026 წლის 11 მარტამდე მიიღება.
პროექტები მხარს უნდა უჭერდნენ ეფექტიან საზღვართაშორის თანამშრომლობას და მედიაწიგნიერების უნარების ინოვაციური მიდგომებით განვითარებას, რაც ევროპის საზოგადოებებს დეზინფორმაციისა და ინფორმაციის მანიპულირების ამოცნობაში დაეხმარება.
კონკურსი „შემოქმედებითი ევროპის“ პროგრამის სექტორთაშორისი მიმართულების ფარგლებში გამოცხადდა და ის ღიაა საქართველოსა და უკრაინის წარმომადგენლებისთვის.
კონკურსის ბიუჯეტი 3 მილიონი ევროა. თითოეულ პროექტს მაქსიმუმ ორი წლის პერიოდში მაქსიმუმ 500,000 ევროს მოთხოვნის უფლება აქვს. თანადაფინანსება საერთო დაშვებული ხარჯების მაქსიმუმ 70%-ს შეადგენს, რაც იმას ნიშნავს, რომ აპლიკანტებს მოუწევთ, ნაწილობრივ თავად დააფინანსონ პროექტები.
კონკურსი ღიაა „შემოქმედებითი ევროპის“ პროგრამის სექტორთაშორის მიმართულებაში მონაწილე სულ მცირე სამი ქვეყნის წარმომადგენელი სულ მცირე სამი ერთეულისგან შემდგარი კონსორციუმებისთვის. ამ კონსორციუმებში შეიძლება შედიოდეს კერძო თუ საჯარო კომერციული და/ან არაკომერციული ორგანიზაციები, როგორებიცაა საჯარო უწყებები (ეროვნული, რეგიონული ან ადგილობრივი), საერთაშორისო ორგანიზაციები, უნივერსიტეტები და საგანმანათლებლო დაწესებულებები, მედიაორგანიზაციები, კვლევითი და ტექნოლოგიური ინსტიტუტები, ტექნოლოგიური პროდუქტის თუ სერვისის მომწოდებლები და სხვა.
მეტი დეტალის გასაგებად დაესწარით საინფორმაციო სესიას, რომელიც 2025 წლის 3 დეკემბერს ბრიუსელის დროით 10:00-იდან 12:00 საათამდე გაიმართება. რეგისტრაცია საჭირო არ არის.
„შემოქმედებითი ევროპა“ ევროკავშირის პროგრამაა, რომელიც მხარს უჭერს კულტურის, შემოქმედებით და აუდიოვიზუალურ სექტორებს. მისი მიზანია, დაიცვას და წაახალისოს ევროპის კულტურული და ლინგვისტური მრავალფეროვნება და მემკვიდრეობა. ამისათვის ის ხელს უწყობს კულტურის და შემოქმედებითი ინდუსტრიის – მათ შორის, აუდიოვიზუალური სექტორის – კონკურენტუნარიანობისა და ეკონომიკური პოტენციალის ზრდას. 2021-2027 წლებისთვის პროგრამის მთლიანი ბიუჯეტი 2.44 მილიარდ ევროს შეადგენს. პროგრამა ამჟამად 40 ქვეყანაში მოქმედებს.
დამატებითი ინფორმაცია





სხვა საინფორმაციო კამპანიები:
გაინტერესებთ უკანასკნელი ცნობები და შესაძლებლობები?
ამ ვებსაიტს მართავს ევროკავშირის მიერ დაფინანსებული აღმოსავლეთ სამეზობლოს რეგიონული საკომუნიკაციო პროგრამა (EU NEIGHBOURS east). პროგრამა ავსებს და მხარს უჭერს ევროკავშირის წარმომადგენლობების კომუნიკაციას აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნებში და მოქმედებს ევროკომისიის გაფართოებისა და აღმოსავლეთ სამეზობლოს საკითხებში გენერალური დირექტორატის (DG ENEST) და ევროპის საგარეო ქმედებათა სამსახურის ხელმძღვანელობით. EU NEIGHBOURS east პროგრამას ახორციელებს GOPA PACE-ის ხელმძღვანელობით მოქმედი კონსორციუმი.
ინფორმაცია ამ ვებგვერდზე რეგულირდება პასუხისმგებლობის შეზღუდვის და პერსონალურ მონაცემთა დაცვის დებულებებით. © European Union,