„შემოქმედებითი ევროპა“: 300,000 ევრომდე დაფინანსება ლიტერატურული თარგმანის პროექტებისთვის
იანვარი 17, 2024

 „შემოქმედებითი ევროპა“: 300,000 ევრომდე დაფინანსება ლიტერატურული თარგმანის პროექტებისთვის


ევროკავშირის მიერ დაფინანსებული პროგრამის, „შემოქმედებით ევროპის“  ფარგლებში კონკურსი გამოცხადდა. კონკურსის მიზანი თარგმანის მხარდაჭერა და ევროპული მხატვრული ლიტერატურის (რომანები, პოეზია, კომიქსები და სხვა) პოპულარიზაცია და გავრცელებაა. 

კონკურსის საერთო ბიუჯეტი 5 მილიონი ევროა და მის ფარგლებში 40 პროექტი დაფინანსდება.

დაინტერესებულ ორგანიზაციებს განაცხადების შეტანა შეუძლიათ როგორც ინდივიდუალურად, ასევე კონსორციუმის სახით, რომელიც კონკურსის მოთხოვნების დამაკმაყოფილებელი სულ მცირე ორი ორგანიზაციისგან შედგება. კონკურსში მიიღება  მხატვრული ნაწარმოებები, რომლებიც „შემოქმედებითი ევროპის“ პროგრამაში მონაწილე ქვეყნების ენებზე — მათ შორის ქართულად — არის დაწერილი. 

განაცხადების შეტანა შესაძლებელია სხვადასხვა მასშტაბის პროექტებისთვის დაფინანსების მისაღებად. ეს შეიძლება იყოს:

  • მცირემასშტაბიანი პროექტები 10-მდე წიგნის სათარგმნელად 100,000 ევრომდე დაფინანსების მისაღებად;
  • საშუალომასშტაბიანი პროექტები 20-მდე წიგნის სათარგმნელად 200,000 ევრომდე დაფინანსების მისაღებად;
  • მსხვილმასშტაბიანი პროექტები სულ მცირე 21 წიგნის სათარგმნელად 300,000 ევრომდე დაფინანსების მისაღებად.

განაცხადების შეტანის ბოლო ვადაა 16 აპრილი.

დამატებითი ინფორმაცია

პრესრელიზი

დახურვის თარიღი:

აპრილი 16, 2024


ყველაზე წაკითხული


თემაზე

აპრილი 26, 2024

EU4Culture ხელოვნებისა და კულტურის პროფესიონალებს საგრანტო განაცხადის წერაზე ონლაინკურსს სთავაზობს 

აპრილი 24, 2024

ევროკავშირის წარმომადგენლობა საქართველოში ახალგაზრდა კურსდამთავრებულებს დაფინანსებულ სტაჟირებას სთავაზობს

აპრილი 19, 2024

ICMPD მიგრაციის შესახებ საერთაშორისო საზაფხულო სკოლაში მონაწილეების მსურველებს საქართველოში იწვევს

აპრილი 19, 2024

EU4Digital ინოვაციური კლასტერების შეფასებასა და ტრენინგში მონაწილეობის მისაღებად მსურველებს იწვევს

აპრილი 18, 2024

EU4Digital ინოვაციური კლასტერების შეფასებასა და ტრენინგში მონაწილეობის მისაღებად მსურველებს იწვევს


გაინტერესებთ უკანასკნელი ცნობები და შესაძლებლობები?

ამ ვებსაიტს მართავს ევროკავშირის მიერ დაფინანსებული აღმოსავლეთ სამეზობლოს რეგიონული საკომუნიკაციო პროგრამა („EU NEIGHBOURS east“) 2020-2024. ეს პროგრამა ავსებს და მხარს უჭერს ევროკავშირის წარმომადგენლობების კომუნიკაციას აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნებში; ის მოქმედებს სამეზობლო პოლიტიკის და გაფართოებაზე მოლაპარაკებების საკითხებში ევროკომისიის გენერალური დირექტორატის და ევროპული საგარეო ქმედებათა სამსახურის ხელმძღვანელობით. პროგრამას ახორციელებს კომპანიის GOPA PACE კონსორციუმი.


ინფორმაცია ამ ვებგვერდზე რეგულირდება პასუხისმგებლობის შეზღუდვის და პერსონალურ მონაცემთა დაცვის დებულებებით. © European Union,