შეიტანეთ განაცხადი კონკურსზე და გახდით სოციალური მეწარმეობის ახალგაზრდა ელჩი
აპრილი 17, 2023

შეიტანეთ განაცხადი კონკურსზე და გახდით სოციალური მეწარმეობის ახალგაზრდა ელჩი


18-29 წლის ახალგაზრდებს საქართველოდან სოციალური მეწარმეობის ახალგაზრდა ელჩების პროგრამაში მონაწილეობის მისაღებად იწვევენ. ელჩების მთავარი მისია თავიანთ რეგიონებში მცხოვრები ახალგაზრდებისათვის სოციალური მეწარმეობის გაცნობა იქნება.

საქართველოს სტრატეგიული კვლევებისა და განვითარების ცენტრის (CSRDG) მიერ გამოცხადებულ კონკურსს ევროკავშირი და ორგანიზაცია „პური მსოფლიოსთვის“ (Bread for the World) აფინანსებენ. 

კონკურსის ფარგლებში შეირჩევა 25-მდე ახალგაზრდა. პირველ ეტაპზე ისინი სოციალური მეწარმეობის საზაფხულო სკოლას გაივლიან. ამის შემდეგ პროგრამის მონაწილეები ჩაერთვებიან პროექტების კონკურსში, რომლის საფუძველზეც ექვსი ახალგაზრდა ელჩი შეირჩევა.

CSRDG-ის სოციალური მეწარმეობის ახალგაზრდა ელჩები პროექტის დასაწერად 700 ევროს ოდენობის ფინანსურ მხარდაჭერას მიიღებენ. მათ ინიციატივაში სოციალური მეწარმეობის საკითხებით დაინტერესებული ადამიანების ჩართვა დაევალებათ.

განაცხადების მიღების ბოლო ვადაა 24 აპრილი.

დამატებითი ინფორმაცია 

პრესრელიზი

დახურვის თარიღი:

აპრილი 24, 2023


ყველაზე წაკითხული



გაინტერესებთ უკანასკნელი ცნობები და შესაძლებლობები?

ამ ვებსაიტს მართავს ევროკავშირის მიერ დაფინანსებული აღმოსავლეთ სამეზობლოს რეგიონული საკომუნიკაციო პროგრამა („EU NEIGHBOURS east“) 2020-2024. ეს პროგრამა ავსებს და მხარს უჭერს ევროკავშირის წარმომადგენლობების კომუნიკაციას აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნებში; ის მოქმედებს სამეზობლო პოლიტიკის და გაფართოებაზე მოლაპარაკებების საკითხებში ევროკომისიის გენერალური დირექტორატის და ევროპული საგარეო ქმედებათა სამსახურის ხელმძღვანელობით. პროგრამას ახორციელებს კომპანიის GOPA PACE კონსორციუმი.


ინფორმაცია ამ ვებგვერდზე რეგულირდება პასუხისმგებლობის შეზღუდვის და პერსონალურ მონაცემთა დაცვის დებულებებით. © European Union,