საზაფხულო სკოლა გენდერულ თანასწორობაზე ქართველი ახალგაზრდებისთვის — განაცხადები 14 ივლისამდე მიიღება
ივლისი 12, 2023

საზაფხულო სკოლა გენდერულ თანასწორობაზე ქართველი ახალგაზრდებისთვის — განაცხადები 14 ივლისამდე მიიღება


საქართველოში ევროკავშირის წარმომადგენლობა გურიაში, კახეთში, რაჭა-ლეჩხუმში, ქვემო სვანეთსა და იმერეთში მცხოვრებ 12-18 წლის ახალგაზრდებს საზაფხულო სკოლაში იწვევს. გენდერული თანასწორობის თემაზე ორგანიზებული საზაფხულო სკოლა 27-30 ივლისს გაიმართება.

ინიციატივა ევროკავშირის პროექტის, „ქალების ძალა — ეკონომიკური და პოლიტიკური მონაწილეობა ინკლუზიური საზოგადოებისთვის საქართველოში“, ფარგლებშია ორგანიზებული. მას „ქალები საერთო მომავლისთვის (WECF) — საქართველო“ ადგილობრივ პარტნიორებთან თანამშრომლობით ახორციელებს.

სკოლის მიზანია, გაუღრმაოს ახალგაზრდებს ცოდნა გენდერული თანასწორობისა და სამოქალაქო აქტივიზმის შესახებ.

რეგისტრაციის გავლის ბოლო ვადაა 2023 წლის 14 ივლისი.

დასარეგისტრირებლად, გთხოვთ, შეავსოთ სააპლიკაციო ფორმა აქ

დამატებითი ინფორმაცია

პრესრელიზი

დახურვის თარიღი:

ივლისი 14, 2023

შესაძლებლობის ტიპი



ყველაზე წაკითხული



გაინტერესებთ უკანასკნელი ცნობები და შესაძლებლობები?

ამ ვებსაიტს მართავს ევროკავშირის მიერ დაფინანსებული აღმოსავლეთ სამეზობლოს რეგიონული საკომუნიკაციო პროგრამა („EU NEIGHBOURS east“) 2020-2024. ეს პროგრამა ავსებს და მხარს უჭერს ევროკავშირის წარმომადგენლობების კომუნიკაციას აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნებში; ის მოქმედებს სამეზობლო პოლიტიკის და გაფართოებაზე მოლაპარაკებების საკითხებში ევროკომისიის გენერალური დირექტორატის და ევროპული საგარეო ქმედებათა სამსახურის ხელმძღვანელობით. პროგრამას ახორციელებს კომპანიის GOPA PACE კონსორციუმი.


ინფორმაცია ამ ვებგვერდზე რეგულირდება პასუხისმგებლობის შეზღუდვის და პერსონალურ მონაცემთა დაცვის დებულებებით. © European Union,