<strong>სასწავლო ინიციატივა, „ევროპული სოციალური დოკუმენტური კინო“ ქართული მედიის წარმომადგენლებს კონკურსში იწვევს </strong>
იანვარი 24, 2023

სასწავლო ინიციატივა, „ევროპული სოციალური დოკუმენტური კინო“ ქართული მედიის წარმომადგენლებს კონკურსში იწვევს 


„ევროპული სოციალური დოკუმენტური კინო“ (ESoDoc), 8-თვიანი სასწავლო ინიციატივა მედია პროფესიონალებისთვის, ევროკავშირის მიერ დაფინანსებული პროგრამის, „შემოქმედებითი ევროპის“ ფარგლებში კონკურსს აცხადებს. 

კონკურსში მონაწილეობა შეუძლიათ საქართველოსა და უკრაინაში მცხოვრებ ავტორებს, რეჟისორებს, პროდიუსერებს, ჟურნალისტებს, საკომუნიკაციო დიზაინერებს, პროგრამისტებს და არასამთავრობო ორგანიზაციების კომუნიკაციების მენეჯერებს. 

სასწავლო პროგრამა პროექტის შემუშავების ინტენსიური პროცესია და ის ფიზიკურად დასასწრები და ონლაინ სესიების ოთხი ფაზისგან შედგება. თითოეული ფაზა მოიცავს ლექციებს, მასტერკლასებს, კონკრეტულ მასალათა განხილვას, სამუშაო შეხვედრებს და  ჯგუფურ მუშაობას. ამასთან, პროგრამაში მონაწილეებს ექსპერტები შეასწავლიან ისეთ მეთოდებს, როგორიცაა მულტიმოდალური ამბის თხრობა, გავლენის სტრატეგიათა დასახვა, პრეზენტაციის ტექნიკები და სხვა. 

პროგრამაში მონაწილეობა ითვალისწინებს გადასახადს, რომელიც ყველა სესიაზე დასწრებისა და საცხოვრებელ ხარჯებს ფარავს. თუმცა კანდიდატებს საქართველოდან და უკრაინიდან შეუძლიათ, მოითხოვონ შემცირებული გადასახადი (750 ევრო) ან სტიპენდია (თუკი მათი ქვეყანა მსგავსი პროგრამებისთვის სტიპენდიებს არ გასცემს ან თუ მონაწილეს სხვა მხრივ შეუძლია ფინანსური მხარდაჭერის საჭიროების დამტკიცება).

განაცხადების შეტანის ბოლო ვადაა 10 თებერვალი.

დამატებითი ინფორმაცია

პრესრელიზი

დახურვის თარიღი:

თებერვალი 10, 2023

შესაძლებლობის ტიპი



ყველაზე წაკითხული



გაინტერესებთ უკანასკნელი ცნობები და შესაძლებლობები?

ამ ვებსაიტს მართავს ევროკავშირის მიერ დაფინანსებული აღმოსავლეთ სამეზობლოს რეგიონული საკომუნიკაციო პროგრამა („EU NEIGHBOURS east“) 2020-2024. ეს პროგრამა ავსებს და მხარს უჭერს ევროკავშირის წარმომადგენლობების კომუნიკაციას აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნებში; ის მოქმედებს სამეზობლო პოლიტიკის და გაფართოებაზე მოლაპარაკებების საკითხებში ევროკომისიის გენერალური დირექტორატის და ევროპული საგარეო ქმედებათა სამსახურის ხელმძღვანელობით. პროგრამას ახორციელებს კომპანიის GOPA PACE კონსორციუმი.


ინფორმაცია ამ ვებგვერდზე რეგულირდება პასუხისმგებლობის შეზღუდვის და პერსონალურ მონაცემთა დაცვის დებულებებით. © European Union,