საპარლამენტო დებატები სამართლის სტუდენტებისთვის — შეიტანეთ განაცხადი 15 მარტამდე
მარტი 6, 2024

საპარლამენტო დებატები სამართლის სტუდენტებისთვის — შეიტანეთ განაცხადი 15 მარტამდე


გაეროს განვითარების პროგრამა (UNDP), საქართველოს პარლამენტთან თანამშრომლობითა და ევროკავშირის მხარდაჭერით, 2024 წლის საპარლამენტო დებატების ეროვნულ ტურნირში მონაწილეობის მისაღებად სტუდენტებს იწვევს. 

შეჯიბრში ჩართვა შეუძლიათ საქართველოში ავტორიზებული უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებების სამართლის ფაკულტეტის ბაკალავრებს. შესარჩევი ტურები მოეწყობა თბილისში, გორში, თელავში, ბათუმში, ქუთაისში, ზუგდიდსა და ახალციხეში. 

ფინალური ეტაპი მაისში საქართველოს პარლამენტში გაიმართება, სადაც გამოვლინდება გამარჯვებული გუნდი და საუკეთესო სპიკერი. გამარჯვებულებს UNDP-ის მიერ ორგანიზებულ საპარლამენტო საზაფხულო სკოლაში მონაწილეობის მიღების შესაძლებლობა მიეცემათ. 

განაცხადების შეტანის ბოლო ვადაა 2024 წლის 15 მარტი. დარეგისტრირება შესაძლებელია ამ ბმულზე გადასვლით. 

ინიციატივა  ევროკავშირის მიერ დაფინანსებული პროექტის, „ძლიერი საპარლამენტო ინსტიტუციები საქართველოში”, ფარგლებში ხორციელდება. პროექტი დემოკრატიული მმართველობის გაუმჯობესებას საქართველოს პარლამენტისა და აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს მუშაობის გაძლიერებით უწყობს ხელს. 

დამატებითი ინფორმაცია

პრესრელიზი

დახურვის თარიღი:

მარტი 15, 2024

შესაძლებლობის ტიპი



ყველაზე წაკითხული



გაინტერესებთ უკანასკნელი ცნობები და შესაძლებლობები?

ამ ვებსაიტს მართავს ევროკავშირის მიერ დაფინანსებული აღმოსავლეთ სამეზობლოს რეგიონული საკომუნიკაციო პროგრამა (EU NEIGHBOURS east). პროგრამა ავსებს და მხარს უჭერს ევროკავშირის წარმომადგენლობების კომუნიკაციას აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნებში და მოქმედებს ევროკომისიის გაფართოებისა და აღმოსავლეთ სამეზობლოს საკითხებში გენერალური დირექტორატის (DG ENEST) და ევროპის საგარეო ქმედებათა სამსახურის ხელმძღვანელობით. EU NEIGHBOURS east პროგრამას ახორციელებს GOPA PACE-ის ხელმძღვანელობით მოქმედი კონსორციუმი.


ინფორმაცია ამ ვებგვერდზე რეგულირდება პასუხისმგებლობის შეზღუდვის და პერსონალურ მონაცემთა დაცვის დებულებებით. © European Union,