ევროკავშირის წარმომადგენლობამ საქართველოში სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციებისთვის ახალგაზრდებისა და სოფლად მცხოვრები ქალების მხარდასაჭერად საგრანტო კონკურსი გამოაცხადა.
ინიციატივა ევროკავშირმა და გერმანიის მთავრობამ GIZ-საქართველოს საშუალებით დააფინანსეს. შერჩეული სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციები ბენეფიციარის მიზნობრივ დაფინანსებაზე აიღებენ პასუხისმგებლობას.
კონკურსი ინიციატივის, „EU4ITD — ეკონომიკური და სოციალური ცხოვრების კატალიზატორი“ (CESL), ფარგლებში ტარდება. CESL-ის მიზანი საქართველოში ეკონომიკური და სოციალური ცხოვრების დაბალანსება, რეგიონებიდან დედაქალაქში მიგრაციის დონის შემცირება და იმ ადამიანების რაოდენობის ზრდის ხელშეწყობაა, რომლებიც საცხოვრებლად საქართველოს რეგიონებში გადადიან.
განაცხადების შეტანის ბოლო ვადაა 2023 წლის 22 დეკემბერი.
დამატებითი ინფორმაცია





სხვა საინფორმაციო კამპანიები:
გაინტერესებთ უკანასკნელი ცნობები და შესაძლებლობები?
ამ ვებსაიტს მართავს ევროკავშირის მიერ დაფინანსებული აღმოსავლეთ სამეზობლოს რეგიონული საკომუნიკაციო პროგრამა (EU NEIGHBOURS east). პროგრამა ავსებს და მხარს უჭერს ევროკავშირის წარმომადგენლობების კომუნიკაციას აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნებში და მოქმედებს ევროკომისიის გაფართოებისა და აღმოსავლეთ სამეზობლოს საკითხებში გენერალური დირექტორატის (DG ENEST) და ევროპის საგარეო ქმედებათა სამსახურის ხელმძღვანელობით. EU NEIGHBOURS east პროგრამას ახორციელებს GOPA PACE-ის ხელმძღვანელობით მოქმედი კონსორციუმი.
ინფორმაცია ამ ვებგვერდზე რეგულირდება პასუხისმგებლობის შეზღუდვის და პერსონალურ მონაცემთა დაცვის დებულებებით. © European Union,