ევროკავშირის მიერ დაფინანსებულმა სამოქალაქო საზოგადოების ინიციატივამ, STAR სამოქალაქო აქტივიზმის შესახებ ახალი ონლაინ კურსი დაიწყო.
სასწავლო კურსი განკუთვნილია დამწყები და გამოცდილი სამოქალაქო აქტივისტებისთვის და ასევე მათთვის, ვინც მზად არის, გაიღრმაოს ცოდნა არაძალადობრივი სამოქალაქო თუ სოციალური კამპანიების ჩატარების კუთხით. ონლაინ კურსზე დამსწრეები განივითარებენ იმ უნარებს, რომლებიც სამოქალაქო კამპანიების დამოუკიდებლად დაგეგმვისა და დემოკრატიული ცვლილების წახალისებისთვისაა საჭირო.
სამოქალაქო საზოგადოების ინიციატივა STAR წარმოადგენს ერთ-ერთ წამყვან სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციას საქართველოში. მისი მიზანია, ხელი შეუწყოს მდგრად პოზიტიურ ცვლილებებს ქვეყანაში და აღმოფხვრას უთანასწორობა, მარგინალიზაცია და სიღარიბე.
განაცხადების შეტანის ბოლო ვადაა 10 ნოემბერი.
დამატებითი ინფორმაცია
ამ ვებსაიტს მართავს ევროკავშირის მიერ დაფინანსებული აღმოსავლეთ სამეზობლოს რეგიონული საკომუნიკაციო პროგრამა („EU NEIGHBOURS east“) 2020-2024. ეს პროგრამა ავსებს და მხარს უჭერს ევროკავშირის წარმომადგენლობების კომუნიკაციას აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნებში; ის მოქმედებს სამეზობლო პოლიტიკის და გაფართოებაზე მოლაპარაკებების საკითხებში ევროკომისიის გენერალური დირექტორატის და ევროპული საგარეო ქმედებათა სამსახურის ხელმძღვანელობით. პროგრამას ახორციელებს კომპანიის B&S ევროპის კონსორციუმი.
ინფორმაცია ამ ვებგვერდზე რეგულირდება პასუხისმგებლობის შეზღუდვის და პერსონალურ მონაცემთა დაცვის დებულებებით.
© European Union,